გელა კეტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გელა კეტაშვილი
გელა კეტაშვილი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გელა კეტაშვილი
დაბადების
თარიღი
27 სექტემბერი, 1965 (1965-09-27) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1983 ტორპედო ქუთაისი 27 (0)
1984–1989 დინამო თბილისი 137 (4)
1990 იბერია თბილისი 9 (0)
1991 გურია ლანჩხუთი 7 (0)
1993–1994 თეთრი არწივი - (-)
1995 დინამო თბილისი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
1986–1988 სსრკ (ოლიმპიური) 11 (0)
1989 საბჭოთა კავშირი 3 (0)
1990 საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გელა კეტაშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1965) — ქართველი ფეხბურთელი, მცველი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.[1]

საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988), საქართველოს სპორტის რაინდი (2016). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლის (1999), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის (2003), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის (2003), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის (2018) და ღირსების ორდენის კავალერი.[2][3][4][5][6][7]

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[8][9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1976 წელს „ნორჩ დინამოელში“ მწვრთნელ სერგო აპრესიანთან.[10] 1981–1983 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, რომლის რიგებშიც უმაღლესი ლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1984–1989 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

„დინამოში“ მისი პირველი გამოსვლა კიევში, 1984 წლის 22 თებერვალს — საკავშირო თასის გათამაშების 1/16-ფინალში — ადგილობრივი არმიის სპორტული კლუბის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. თამაში თბილისელთა გამარჯვებით (2–0) დასრულდა. პირველი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე მატჩის დებიუტანტმა — გელა კეტაშვილმა გაიტანა.[11][12]

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის 1987–1988 წლების გათამაშების ხუთ შეხვედრაში — სოფიის „ლოკომოტივის“ (3–0), ბუქარესტის „ვიქტორიას“ (2–1 და 0–0) და ბრემენის „ვერდერის“ (1–2 და 1–1) წინააღმდეგ.

საერთაშორისო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 30.09.1987 „დინამო არენა“, თბილისი, საქართველო ბულგარეთის დროშა „ლოკომოტივი“ სოფია 3–0 უეფა-ს თასი [13]
2 22.10.1987 სტადიონი „დინამო“, ბუქარესტი, რუმინეთი რუმინეთის დროშა „ვიქტორია“ ბუქარესტი 2–1 უეფა-ს თასი [14]
3 04.11.1987 „დინამო არენა“, თბილისი რუმინეთის დროშა „ვიქტორია“ ბუქარესტი 0–0 უეფა-ს თასი [15]
4 25.11.1987 „ვეზერშტადიონი“, ბრემენი, გერმანია გერმანიის დროშა „ვერდერი“ ბრემენი 1–2 უეფა-ს თასი [16]
5 09.11.1987 „დინამო არენა“, თბილისი გერმანიის დროშა „ვერდერი“ ბრემენი 1–1 უეფა-ს თასი [17]

საერთო ჯამში, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 137 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრ კავშირის ჭაბუკთა ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრი, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა. [18]

სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984–1985 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი.[19] მის შემადგენლობაში 9 შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[20]

1985 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები ოქროს მედლების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა. ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელთა გუნდმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგო (ნიგერიასთან 2–1[21] და კანადასთან 5–0)[22] და ერთი ფრედ დაასრულა (ავსტრალიასთან 0–0).[23] მეოთხედფინალში ჩინეთს მოუგო (1–0), თუმცა ნახევარფინალი ესპანელებთან მატჩის შემდგომ პენალტებში დათმო (ძირითადი დრო 2–2, პენ. 3–4).[24] მესამე ადგილისთვის მატჩში საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები ამ ტურნირზე მეორედ დაუპირისპიდნენ ნიგერიელებს. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, პენალტებში კი უფრო იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ (ძირითადი დრო 0–0, პენ. 1–3).[25]

ჩემპიონატის 6 შეხვედრიდან კეტაშვილმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986–1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი.[26][27]

მის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ყველა შეხვედრაში. ჯგუფურ ეტაპზე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგო (არგენტინასთან 2–1 და ამერიკის შეერთებულ შტატებთან 4–2) და ერთი ფრედ დაასრულა (სამხრეთ კორეასთან 0–0). მეოთხედფინალში ავსტრალიას (3–0), ხოლო ნახევარფინალში იტალიას მოუგო (3–2) და ფინალში გავიდა, სადაც მეტად დრამატულ მატჩში ბრაზილია დაამარცხა (2–1), რომლის რიგებშიც ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონები რომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო და სხვები იყვნენ.[28]

გელა კეტაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში.[29]

სსრ კავშირის ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემდეგ, მან სამი თამაში ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული ნაკრების შექმნის შემდეგ — მან გუნდის პირველი კაპიტნის რანგში მონაწილეობა მიიღო ლიტვის ნაკრებთან გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს იყო მისი ერთადერთი მატჩი საქართველოს ნაკრებში, რადგან გარკვეულ მიზეზთა გამო აქტიური საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №2: 1989
  • №3: 1988

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გელა კეტაშვილი — ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში 2015 წლის 27 ივლისს გელა კეტაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ნინო სალუქვაძესთან და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა: მან ჩირადღდანი თემურ დადიანს გადაულოცა, რომელმაც თავის მხრივ ის ნინო სალუქვაძეს გადააბარა. ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურმა დაასრულა. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2018.
  2. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — გელა კეტაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.
  3. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — გელა კეტაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.
  4. კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი ლაშა გოდუაძე (სპეციალურად msy.gov.ge-სთვის). 16 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  5. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები: გელა კეტაშვილი ტექსტის ავტორი — ილია ბაბუნაშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. 2012). 14 ივლისი, 2016. წაკითხვის თარიღი: 24 თებერვალი, 2017.
  6. ქართველი ოლიმპიური მედალოსნები: გელა კეტაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონს ფეხბურთში, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის და ღირსების ორდენის კავალერს გელა კეტაშვილს. (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. 2016). 27 სექტემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი, 2017.
  7. ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონების ბრწყინვალების ორდენებით დაჯილდოების ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დაჯილდოვდნენ. 23 მაისი, 2018. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2018.
  8. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
  9. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
  10. კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი „...ნორჩ დინამოელში" 1964-1965 წლებში დაბადებული ბიჭების შერჩევას სერგო კოტრიკაძე ხელმძღვანელობდა. ორასი თუ სამასი ბავშვი მივედით სინჯებზე და საბოლოოდ ორმოცამდე ბიჭი დაგვტოვეს. მე, როგორც 1965 წელს დაბადებული, სერგო აპრესიანთან მოვხვდი. სანამ ცოცხალი ვარ, მის ამაგს ვერ დავივიწყებ — ბატონმა სერგომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.“ — ლაშა გოდუაძე (სპეციალურად msy.gov.ge-სთვის). 16 თებერვალი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  11. СКА (Киев) 0–2 "Динамо" (Тбилиси) Кубок СССР 1984. 22 февраля. 1/16 финала. Киев. Стадион "Динамо". 3000 зрителей. Источник: Андрей Б., личный архив — fc-dynamo.ru. 1 იანვარი, 2012. წაკითხვის თარიღი: 24 თებერვალი, 2017.
  12. გოდუაძე, ლაშა (16 თებერვალი , 2016). კარიერა ფრაზებში: გელა კეტაშვილი „...საოცნებო გუნდის მაისური პირველად 1984 წლის 22 თებერვალს მოვირგე — საკავშირო თასის 1/16-ფინალში კიევში არმიის სპორტულ კლუბს ვეთამაშეთ. მატჩი „დინამოს" სტადიონზე გაიმართა — ისეთი ცუდი პირობები იყო, კი არ ვთამაშობდით, ვწვალობდით, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიყავი. თან, ხუმრობა ხომ არაა: სადებიუტო შეხვედრაში გოლი გავიტანე — 65-ე წუთზე გავხსენი ანგარიში! მალე რამაზ შენგელიამ შეაგდო პენალტი და 2–0 მოვიგეთ!“ msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 თებერვალი, 2017.
  13. «ДИНАМО» (Тбилиси) 3–0 «Локомотив» (София, Болгария) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/32 финала. II-й матч. Тбилиси. 30 сентября 1987 года. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 60 000 зрителей. Подготовка документа: Евгений Пугло (5 მაისი, 2007). Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  14. «Виктория» (Бухарест, Румыния) 1–2 «ДИНАМО» (Тбилиси) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/16 финала. I-й матч. Бухарест. 22 октября 1987 года. Стадион «Динамо». 16 000 зрителей. Подготовка документа: Евгений Пугло (6 მაისი, 2007). Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  15. «ДИНАМО» (Тбилиси) 0–0 «Виктория» (Бухарест, Румыния) Кубок УЕФА сезона 1987 / 88 годов. 1 / 16 финала. II-й матч. Тбилиси. 4 ноября 1987 года. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 45 000 зрителей. Подготовка документа: Евгений Пугло (6 მაისი, 2007). Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  16. «Вердер» (Бремен, ФРГ) 2–1 «ДИНАМО» (Тбилиси) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/8 финала. I-й матч. Бремен. 25 ноября 1987 года. Визерштадион. 21 630 зрителей. Подготовка документа: Евгений Пугло (8 ივნისი, 2007). Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  17. «ДИНАМО» (Тбилиси) 1–1 «Вердер» (Бремен, ФРГ) Кубок УЕФА сезона 1987/88 годов. 1/8 финала. I-й матч. Тбилиси. 9 декабря 1987 года. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. 80 000 зрителей. Подготовка документа: Евгений Пугло (19 ივნისი, 2007). Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2018.
  18. Гела Георгиевич Кеташвили За юношеские сборные СССР провел 32 матчей и забил 7 голов. 26 სექტემბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  19. 1985 FIFA World Youth Championship The 1985 FIFA World Youth Championship was held in the Soviet Union from August 24 to September 7, 1985. The tournament took place in ten venues within eight host cities — Baku, Yerevan, Leningrad, Minsk, Moscow, Hoktemberyan, Tbilisi and Sumqayit — where a total of 32 matches were played. The winner was Brazil, which managed to retain the title, by beating Spain by 1–0, in the final played at Moscow's Luzhniki Stadium. Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  20. Гела Георгиевич Кеташвили За молодежную сборную СССР провел 9 матчей и забил 1 гол. Подготовка документа: Евгений Пугло — КЛИСФ, 26 სექტემბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  21. Soviet Union 2–1 Nigeria“, 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 26 August 1985, Minsk / Dinamo Stadium. Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017. 
  22. Soviet Union 5–0 Canada 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 29 August 1985, Minsk / Dinamo Stadium. Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  23. Soviet Union 0–0 Australia 1985 FIFA World Youth Championship. First stage – Group C. 24 August 1985, Minsk / Dinamo Stadium. Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  24. Spain 2–2 Soviet Union – a.e.t. (1–1, 0–1) 4–3 PSO 1985 FIFA World Youth Championship. Semi-finals. 04 September 1985, Moscow / Lenin Stadium. Spain win on penalties (4–3). Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  25. Soviet Union 0–0 Nigeria 1985 FIFA World Youth Championship. Match for third place. 07 September 1985, Moscow / Lenin Stadium. Nigeria win on penalties (1–3). Prepared and maintained by FIFA, 14 ოქტომბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  26. Халиулин, Олег (17 ოქტომბერი, 2009). Золото Сеула – Олимпийская сборная СССР – 1988 — Бразильцы впрочем тоже не отсиживались в обороне и атаковали довольно остро. Больше всего проблем доставлял „коротышка“, которого держал Кеташвили. „Никогда в жизни не видел такого подвижного игрока! Как ветер — стоило мне на секунду отвернуться, а Ромарио уже и след простыл.“ sports.ru. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.
  27. Купцов, Станислав (1 ოქტომბერი, 2003). Победа века: Как черная икра принесла СССР футбольное золото Олимпиады. sportrbc.ru. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.
  28. კაკაურიძე, ალეკო (26 მარტი, 2018). როგორ გააჩერა გელა კეტაშვილმა ოლიმპიადის ფინალში ბრაზილიელი რომარიო „1988 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში ბრაზილია დაამარცხა. იმ დღეს მთელი საქართველო ხარობდა. გელა კეტაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და თვით მრისხანე რომარიო არ გაანძრია. კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.“ lelo.ge. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.
  29. ჯიქურაშვილი, სოფო (6 ოქტომბერი, 2010). ვინ და რატომ ჩააბარა გელა კეტაშვილს რომარიო და როგორ გაართვა მან თავი ამ რთულ დავალებას „ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი თავად გვიამბობს, როგორ მოხვდა 14 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში და როგორ შეძლო ტრავმირებულმა ოლიმპიური ოქროს მოგება.“ tbiliselebi.ge. წაკითხვის თარიღი: 2 ივლისი, 2018.