გიორგი ჩირგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩირგაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ჩირგაძე
დაბადების
თარიღი
23 ნოემბერი, 1990 (1990-11-23) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო თბილისი
ნომერი 23
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009-2011 ნიუ-იორკ რედ ბულზი
2013-2014 მეტალურგი რუსთავი 20 (4)
2014- დინამო თბილისი 14 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 დეკემბერი, 2014

გიორგი ჩირგაძე (დ. 23 ნოემბერი, 1990) — ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 წლის ასაკიდან ფეხბურთს თამაშობდა „დინამოს“ სკოლაში, მისი პირველი მწვრთნელი იყო პაატა მეტრეველი. 13 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან „ნიუ-იორკ რედ ბულზის“ აკადემიაში ირიცხებოდა, შემდეგ 15 წლის ასაკში, 2009 წლის ოქტომბერში მთავარ გუნდში აიყვანეს, სადაც ტიერი ანრისთან და რაფაელ მარკესთან ერთად ვარჯიშბდა. ძირითად შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს დაუმთავრდა, მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ უგუნდოდ დარჩა, ამერიკაში სხვა კლუბის მოძებნა ვერ შეძლო და საქართველოში დაბრუნდა.[1] 2013 წლის ოქტომბრიდან კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ გააგრძელა, სადაც უმაღლეს ლიგაში 20 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, ხოლო თასზე 1 უგოლო მატჩი ჩაატარა. 2014 წლის ივნისში იგი თბილისის „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა ლაშა თოთაძესთან ერთად.[2] „დინამოს“ მაისურით მოიპოვა მისი პირველი ტიტული კარიერაში, საქართველოს სუპერთასი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგი ჩირგაძე: ტიერი ანრიმ ბევრი რამ მასწავლა ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 3 ნოემბერი, 2013.
  2. დინამო თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 10 ივნისი, 2014.