შერიფი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტირასპოლის შერიფი
ტირასპოლის შერიფის ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი შერიფი
მოკლე სახელი შერიფი
დაარსდა 4 აპრილი, 1997
სტადიონი შერიფი,
ტირასპოლი, მოლდოვა
(ტევადობა: 12,746 მაყურებელი)
პრეზიდენტი მოლდოვის დროშა ვიქტორ გუშანი
მწვრთნელი იტალიის დროშა რობერტო ბორდინი
კაპიტანი მატეო სუსიჩი
ლიგა ნაციონალური ჩემპიონატი
2018 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ ტირასპოლი, ან უბრალოდ „შერიფი“ (მოლდ. Fotbal Club Sheriff Tiraspol) — მოლდოვური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტირასპოლიდან. ასპარეზობს მოლდოვის ნაციონალური ჩემპიონატში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ შერიფზე, რომელიც 12 746 მაყურებელს იტევს.

„შერიფმა“ 2001 წლიდან მოყოლებული მოლდოვის ეროვნული ჩემპიონატის მოგება 15 შემთხვევიდან 13-ჯერ შეძლო. იგი არის პირველი მოლდოვური კლუბი, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაფუძნდა 1997 წელს, ყოფილი პოლიციელის და კომპანია „შერიფის“ თანამშრომლის, ვიქტორ გუშანის მიერ. „შერიფი“ ჩაერთო მოლდოვის რანგით მეორე ჩემპიონატში და პირველსავე წელს შეძლო პირველ ადგილზე გასვლა და უმაღლეს ლიგაში აღზევება. 1999 წელს კლუბმა მოლდოვის თასის მოგება მოახერხა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობას დაესაკუთრნენ და ჩემპიონის სტატუსი 10 წლის მანძილზე არ გაუშვიათ ხელიდან. 2000-2001 სეზონშივე „შერიფი“ მოლდოვის თასის გამარჯვებული გახდა. 2010-2011 წლების სეზონში „შერიფის“ შეჩერება კიშინიოვის „დაჩიამ“ შეძლო. მეორე შემთხვევა, როდესაც „შერიფმა“ გათამაშების მოგება ვერ მოახერხა, იყო 2014-2015 წლების სეზონი, როდესაც ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული ორჰეის „მილსამი“ გახდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირასპოლის „შერიფი“ გახდა პირველი მოლდოვური კლუბი, რომელმაც შემადგენლობაში ბრაზილიელი და აფრიკელი ლეგიონერები დაიმატა.

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბმა არსებობის მანძილზე სამჯერ შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. პირველად მოლდოვური კლუბი 2009-2010 წლების სეზონში ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, ბუქარესტის „სტიაუას“, „ტვენტესა“ და „ფენერბაჰჩესთან“ მოხვდა. კლუბმა 5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. მომდევნო წელს „შერიფი“ კვლავ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა - კიევის „დინამო“, ბორისოვის „ბატე“ და „AZ ალკმარი“. „შერიფმა“ 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. მესამედ და ბოლოჯერ გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა 2013-2014 წლების გათამაშებაში. მისი მეტოქეები იყვნენ „ტრომსე“, „ანჟი“ და „ტოტენჰემი“. მოლდოვური კლუბი კვლავ მეთექვსმეტედ-ფინალის გარეშე დარჩა, 6 ქულით დაიკავა მე-3 ადგილი.

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი საშინაო მატჩებს მართავს სტადიონ შერიფზე, რომელიც აშენებული იქნა 2002 წელს. მისი ტევადობა არის 12 746 მაყურებელი. ამავე სტადიონზე მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 ბულგარეთის დროშა მეკარე ბოჟიდარ მიტრევი
25 მოლდოვის დროშა მეკარე სერჯიუ ჟურიჩი
28 მოლდოვის დროშა მეკარე ალექსეი კოშალევი
3 ალბანეთის დროშა მცველი ფიდან ალიტი
4 მოლდოვის დროშა მცველი კონსტანტინ ბოგდანი
6 ავსტრალიის დროშა მცველი ენტონი გოლეცი
14 ბურკინა-ფასოს დროშა მცველი ბენჟამინ ბალიმა
15 ირლანდიის დროშა მცველი მარსელ მეტუა
17 მოლდოვის დროშა მცველი არტიომ როზგონიუკი
18 მოლდოვის დროშა მცველი ანდრეი ნოვიკოვი
19 მოლდოვის დროშა მცველი სერგეი სვინარენკო
21 მოლდოვის დროშა მცველი მაქსიმ პოტირნიკე
22 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა მცველი ამერ დუპოვაცი
33 მოლდოვის დროშა მცველი ვალერი მაკრიცკი
55 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა მცველი მატეო სუსიჩი (Captain sports.svg)
90 სერბეთის დროშა მცველი ვუიადინ სავიჩი
91 მოლდოვის დროშა მცველი იგორ ბონდარენკო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
7 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ჟოალისონი
8 მოლდოვის დროშა ნახევარმცველი რადუ გინსარი
9 ბრაზილიის დროშა ნახევარმცველი ბრუნო პელისარი
13 სიერა-ლეონეს დროშა ნახევარმცველი ხალიფა ჯაბი
24 განის დროშა ნახევარმცველი სეიდუ იაჰაია
34 მოლდოვის დროშა ნახევარმცველი ივან ურვანცევი
35 მოლდოვის დროშა ნახევარმცველი არტურ პეტრაში
77 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა თავდამსხმელი გორან გალეშიჩი
11 ხორვატიის დროშა თავდამსხმელი იოსიფ ივანჩიჩი
16 მოლდოვის დროშა თავდამსხმელი ვადიმ პაირელი
29 მოლდოვის დროშა თავდამსხმელი ეუჯენიო რებენჟა
31 შვეიცარიის დროშა თავდამსხმელი დანიელ სუბოტიჩი
93 მოლდოვის დროშა თავდამსხმელი მაქსიმ იორკუ

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მეტი შეხვედრა ევროტურნირებზე (54): ვაჟა თარხნიშვილი
ყველაზე მეტი გოლი ევროტურნირებზე (5): ისმაილ ისა
  • ყველაზე დიდი გამარჯვება (19 ოქტომბერი, 2005, მოლდოვის თასი): „შერიფი“ 16-0 „ვიტორული“
  • ყველაზე დიდი მარცხი (25 ივლისი, 2001, ჩემპიონთა ლიგა): „ანდერლეხტი“ 4-0 „შერიფი“
  • ყველაზე დიდი გამარჯვება ევროტურნირებზე (23 ივლისი 2013): „შერიფი“ 5-0 „სუტიესკა“

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელი მოღვაწეობა
უკრაინის დროშა აჰმედ ალესკეროვი 1997 - 1998
ბელარუსის დროშა სერგეი ბოროვსკი 1998 - 1999
ავსტრიის დროშა ივან დანილიანცი 1999 - 2000
უკრაინის დროშა ვლადიმირ ზემლიანოი 2000 - 2001
უკრაინის დროშა ვალერი ვასილევი 2001 - 2001
უკრაინის დროშა ალექსანდრ გოლოკოლოსოვი 2001 - 2002
რუმინეთის დროშა მიჰაი სტოიკიცე 2002 - 2002
რუმინეთის დროშა გავრილ ბალინტი 2002 - 2003
უკრაინის დროშა იგორ ნაკონეჩნი 2003 - 2004
ბელარუსის დროშა ლეონიდ კუჩუკი 2004 - 2010
ბელარუსის დროშა ანდრეი სოსნიცკი 2010 - 2011
ბელარუსის დროშა ვიტალი რაშკევიჩი 2011 - 2012
სერბეთის დროშა მილან მილანოვიჩი 2012 - 2012
ბელარუსის დროშა ვიტალი რაშკევიჩი (მ.შ.) 2012 - 2012
რუმინეთის დროშა მიჰაი სტოიკიცე 2012 - 2013
ბელარუსის დროშა ვიტალი რაშკევიჩი 2013 - 2013
მოლდოვის დროშა ვიაჩესლავ რუსნაკი 2013 - 2014
ხორვატიის დროშა ზორან ზეკიჩი 2014 - 2015
მოლდოვის დროშა ლილიან პოპესკუ 2015 - 2015
ხორვატიის დროშა ზორან ვულიჩი 2015 -

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]