გიორგი ჯანელიძე (ფეხბურთელი)
![]() გიორგი ჯანელიძე თბილისის „დინამოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ჯანელიძე | ||
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ნორჩი დინამოელი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2013 | ვიტ ჯორჯია | 74 | (4) |
2012-2013 | → ნეფტეხიმიკი (იჯარით) | 2 | (0) |
2013 | ვიტ ჯორჯია | 29 | (6) |
2014– | დინამო თბილისი | 19 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009 | საქართველო 21 წლ. | 3 | (0) |
2011-2012 | საქართველო | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ივლისი, 2015 |
გიორგი ჯანელიძე (დ. 25 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. 2014 წლიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი ჯანელიძემ კარიერა ვაკის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, საიდანაც „ნორჩ დინამოელში“ გადავიდა. შემდეგ კარიერა განაგრძო „ვიტ ჯორჯიაში“, სადაც ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, ბოლოს კი მთავარი გუნდის კაპიტნის სამკლავურიც დაიმსახურა. 2012-2013 წლების სეზონში იჯარით იმყოფებოდა რუსულ „ნეფტეხიმიკში“,[1] სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. 2013 წლიდან დაბრუნდა „ვიტ ჯორჯიაში“ და თამაში ისევ ძირითად შემადგენლობაში განაგრძო. 2014 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია.[2][3]
ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ 1, ამხანაგური მატჩი მოლდოვის წინააღდეგ (2:0), სადაც 86-ე წუთზე შეცვალა ზურაბ ხიზანიშვილი.[4]
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (1): 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2009/2010, 2013/2014
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2): 2009/2010, 2014/2015
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2010/2011
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი დინამოს ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
- გიორგი ჯანელიძე - 25 (დინამოს ოფიციალურ საიტზე) (ქართული ენა)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გიორგი ჯანელიძე „ნეფტეხიმიკში“ ჩაირიცხა ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 7 სექტემბერი, 2012.
- ↑ დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა, დინამოს ოფიციალური საიტი, 8 იანვარი, 2014.
- ↑ გიორგი ჯანელიძე - მიხარია, რომ დინამოს ფეხბურთელი გავხდი, დინამოს ოფიციალური საიტი, 9 იანვარი, 2014.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, საქართველო 2:0 მოლდოვა
|