უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
UEFA Champions League logo 2.svg
დაარსდა 1955 (1992 წლიდან
ახლანდელ ფორმატში)
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32 (ჯგუფური ეტაპი)
78 ან 79 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (11-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა „რეალ მადრიდი“ (11-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან.[1] ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება.[2] ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

1955–1992 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–1993 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი.[1] ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.

ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 11-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული. სულ, ჩემპიონთა ლიგა 22 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული.[3] მოქმედი გამარჯვებულია „რეალ მადრიდი“.[4]

საპრიზო თანხა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016–17 წლების სეზონის მიხედვით, უეფა აჯილდოვებს 2 მილიონი ევროთი ყველა პლეი–ოფში გასულ გუნდს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 12.7 მილიონი ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 1.5 მილიონ ევროდ, ფრე 500,000 ით. გარდა ამისა, პირველ სანოკაუტო რაუნდამდე მიღწევაში უეფა კლუბს 6 მილიონ ევროს უხდის, ყველა მეოთხედ ფინალისტს 6.5 მილიონ ევროს, ნახევარფინალისტს 7.5 მილიონ ევროს, 11 მილიონი ევრო მეორე ადგილზე გასულს, ხოლო გამარჯვებულს 15.5 მილიონი ევრო.[5]

  • პლეი–ოფამდე გასვლა: €2,000,000
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: €12,700,000
  • ჯგუფური მატჩის მოგება: €1,500,000
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: €500,000
  • 1/16 ეტაპი: €6,000,000
  • 1/4 ფინალი: €6,500,000
  • ნახევარფინალი: €7,500,000
  • წაგებული ფინალისტი: €11,000,000
  • ფინალის გამარჯვებული: €15,500,000

მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე როგორც 2012–13 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოდგენილია 40 ოქროს მედალი და 40 ვერცხლის მედალი მეორე ადგილზე გასულთათვის.[6]

ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1955–56 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 4–3 რეიმსი საფრანგეთის დროშა
1956–57 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2–0 ფიორენტინა იტალიის დროშა
1957–58 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 3–2 დ.დ მილანი იტალიის დროშა
1958–59 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2–0 რეიმსი საფრანგეთის დროშა
1959–60 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 7–3 აინტრახტი ფრანკფურტი გერმანიის დროშა
1960–61 პორტუგალიის დროშა ბენფიკა 3–2 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1961–62 პორტუგალიის დროშა ბენფიკა 5–3 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1962–63 იტალიის დროშა მილანი 2–1 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1963–64 იტალიის დროშა ინტერი 3–1 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1964–65 იტალიის დროშა ინტერი 1–0 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1965–66 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2–1 პარტიზანი იუგოსლავიის დროშა
1966–67 შოტლანდიის დროშა სელტიკი 2–1 ინტერი იტალიის დროშა
1967–68 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 4–1 დ.დ ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1968–69 იტალიის დროშა მილანი 4–1 აიაქსი ნიდერლანდების დროშა
1969–70 ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი 2–1 დ.დ სელტიკი შოტლანდიის დროშა
1970–71 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 2–0 პანათინაიკოსი საბერძნეთის დროშა
1971–72 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 2–0 ინტერი იტალიის დროშა
1972–73 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1–0 იუვენტუსი იტალიის დროშა
1973–74 გერმანიის დროშა ბაიერნი 1–1; 4–0 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა
1974–75 გერმანიის დროშა ბაიერნი 2–0 ლიდზ იუნაიტედი ინგლისის დროშა
1975–76 გერმანიის დროშა ბაიერნი 1–0 სენტ ეტიენი საფრანგეთის დროშა
1976–77 ინგლისის დროშა ლივერპული 3–1 ბორუსია მენხენგლადბახი გერმანიის დროშა
1977–78 ინგლისის დროშა ლივერპული 1–0 ბრიუგე ბელგიის დროშა
1978–79 ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი 1–0 მალმიო შვედეთის დროშა
1979–80 ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი 1–0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1980–81 ინგლისის დროშა ლივერპული 1–0 რეალ მადრიდი ესპანეთის დროშა
1981–82 ინგლისის დროშა ასტონ ვილა 1–0 ბაიერნი გერმანიის დროშა
1982–83 გერმანიის დროშა ჰამბურგი 1–0 იუვენტუსი იტალიის დროშა
1983–84 ინგლისის დროშა ლივერპული 1–1 დ.დ; პენ.4–2 რომა იტალიის დროშა
1984–85 იტალიის დროშა იუვენტუსი 1–0 ლივერპული ინგლისის დროშა
1985–86 რუმინეთის დროშა სტიაუა 0–0 დ.დ; პენ.2–0 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1986–87 პორტუგალიის დროშა პორტუ 2–1 ბაიერნი გერმანიის დროშა
1987–88 ნიდერლანდების დროშა პსვ 0–0 დ.დ; პენ.6–5 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1988–89 იტალიის დროშა მილანი 4–0 სტიაუა რუმინეთის დროშა
1989–90 იტალიის დროშა მილანი 1–0 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1990–91 იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა 0–0 დ.დ; პენ.5–3 მარსელი საფრანგეთის დროშა
1991–92 ესპანეთის დროშა ბარსელონა 1–0 დ.დ სამპდორია იტალიის დროშა
1992–93 საფრანგეთის დროშა მარსელი 1–0 მილანი იტალიის დროშა
1993–94 იტალიის დროშა მილანი 4–0 ბარსელონა ესპანეთის დროშა
1994–95 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1–0 მილანი იტალიის დროშა
1995–96 იტალიის დროშა იუვენტუსი 1–1 დ.დ; პენ.4–2 აიაქსი ნიდერლანდების დროშა
1996–97 გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 3–1 იუვენტუსი იტალიის დროშა
1997–98 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 1–0 იუვენტუსი იტალიის დროშა
1998–99 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 ბაიერნი გერმანიის დროშა
1999–2000 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 3–0 ვალენსია ესპანეთის დროშა
2000–01 გერმანიის დროშა ბაიერნი 1–1 დ.დ; პენ.5–4 ვალენსია ესპანეთის დროშა
2001–02 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2–1 ბაიერ ლევერკუზენი გერმანიის დროშა
2002–03 იტალიის დროშა მილანი 0–0 დ.დ; პენ.3–2 იუვენტუსი იტალიის დროშა
2003–04 პორტუგალიის დროშა პორტუ 3–0 მონაკო საფრანგეთის დროშა
2004–05 ინგლისის დროშა ლივერპული 3–3 დ.დ; პენ.3–2 მილანი იტალიის დროშა
2005–06 ესპანეთის დროშა ბარსელონა 2–1 არსენალი ინგლისის დროშა
2006–07 იტალიის დროშა მილანი 2–1 ლივერპული ინგლისის დროშა
2007–08 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 1–1 დ.დ; პენ.6–5 ჩელსი ინგლისის დროშა
2008–09 ესპანეთის დროშა ბარსელონა 2–0 მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის დროშა
2009–10 იტალიის დროშა ინტერი 2–0 ბაიერნი გერმანიის დროშა
2010–11 ესპანეთის დროშა ბარსელონა 3–1 მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის დროშა
2011–12 ინგლისის დროშა ჩელსი 1–1 დ.დ; პენ.4–3 ბაიერნი გერმანიის დროშა
2012–13 გერმანიის დროშა ბაიერნი 2–1 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
2013–14 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 4–1 დ.დ. ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა
2014–15 ესპანეთის დროშა ბარსელონა 3–1 იუვენტუსი იტალიის დროშა
2015–16 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 1–1 დ.დ; პენ.5–3 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთის დროშა

სტატისტიკა და რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 11 3 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016 1962, 1964, 1981
იტალიის დროშა მილანი 7 4 1963, 1969, 1989, 1990, 1994, 2003, 2007 1958, 1993, 1995, 2005
გერმანიის დროშა ბაიერნი 5 5 1974, 1975, 1976, 2001, 2013 1982, 1987, 1999, 2010, 2012
ესპანეთის დროშა ბარსელონა 5 3 1992, 2006, 2009, 2011, 2015 1961, 1986, 1994
ინგლისის დროშა ლივერპული 5 2 1977, 1978, 1981, 1984, 2005 1985, 2007
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 4 2 1971, 1972, 1973, 1995 1969, 1996
იტალიის დროშა ინტერი 3 2 1964, 1965, 2010 1967, 1972
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 3 2 1968, 1999, 2008 2009, 2011
იტალიის დროშა იუვენტუსი 2 6 1985, 1996 1973, 1983, 1997, 1998, 2003, 2015
პორტუგალიის დროშა ბენფიკა 2 5 1961, 1962 1963, 1965, 1968, 1988, 1990
ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი 2 0 1979, 1980
პორტუგალიის დროშა პორტუ 2 0 1987, 2004
შოტლანდიის დროშა სელტიკი 1 1 1967 1970
გერმანიის დროშა ჰამბურგი 1 1 1983 1980
რუმინეთის დროშა სტიაუა 1 1 1986 1989
საფრანგეთის დროშა მარსელი 1 1 1993 1991
ინგლისის დროშა ჩელსი 1 1 2012 2008
გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 1 1 1997 2013
ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი 1 0 1970
ინგლისის დროშა ასტონ ვილა 1 0 1982
ნიდერლანდების დროშა პსვ 1 0 1988
იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა 1 0 1991
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 0 3 1974, 2014, 2016
საფრანგეთის დროშა რეიმსი 0 2 1956, 1959
ესპანეთის დროშა ვალენსია 0 2 2000, 2001
იტალიის დროშა ფიორენტინა 0 1 1957
გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი 0 1 1960
იუგოსლავიის დროშა პარტიზანი 0 1 1966
საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 0 1 1971
ინგლისის დროშა ლიდზ იუნაიტედი 0 1 1975
საფრანგეთის დროშა სენტ-ეტიენი 0 1 1976
გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი 0 1 1977
ბელგიის დროშა ბრიუგე 0 1 1978
შვედეთის დროშა მალმიო 0 1 1979
იტალიის დროშა რომა 0 1 1984
იტალიის დროშა სამპდორია 0 1 1992
გერმანიის დროშა ბაიერ ლევერკუზენი 0 1 2002
საფრანგეთის დროშა მონაკო 0 1 2004
ინგლისის დროშა არსენალი 0 1 2006

ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 16-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა თასის აღება და 11-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. იტალიისა და ინგლისის გუნდებმა 12-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. სულ 10 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 16 11
იტალიის დროშა იტალია 12 15
ინგლისის დროშა ინგლისი 12 7
გერმანიის დროშა გერმანია 7 10
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 6 2
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 4 5
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1 5
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1 1
რუმინეთის დროშა რუმინეთი 1 1
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1 1
ბელგიის დროშა ბელგია 0 1
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 0 1
შვედეთის დროშა შვედეთი 0 1

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 11 მარტი, 2017[7][8]

არ შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს

პოციზია მოთამაშე ეროვნება მატჩი გოლი დებიუტი ლიგაზე ბოლო მატჩი ლიგაზე კლუბები
1 იკერ კასილიასი ესპანეთის დროშა 163 0 1999 რეალ მადრიდი, პორტუ
2 შავი ერნანდესი ესპანეთის დროშა 151 11 1998 2015 ბარსელონა
3 რაიან გიგზი უელსის დროშა 145 28 1993 2014 მანჩესტერ იუნაიტედი
4 რაული ესპანეთის დროშა 142 71 1995 2011 რეალ მადრიდი, შალკე 04
5 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის დროშა 135 95 2003 სპორტინგი ლისაბონი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ მადრიდი
6 პაოლო მალდინი იტალიის დროშა 135 3 1988 2008 მილანი
7 კლარენს ზეედორფი ნიდერლანდების დროშა 125 11 1994 2012 აიაქსი, რეალ მადრიდი, მილანი
8 პოლ სქოულზი ინგლისის დროშა 124 24 1994 2012 მანჩესტერ იუნაიტედი
9 ანდრეს ინიესტა ესპანეთის დროშა 120 11 2002 ბარსელონა
10 რობერტო კარლოსი ბრაზილიის დროშა 120 15 1997 2008 რეალ მადრიდი, ფენერბახჩე

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 11 მარტი, 2017[9][8]

არ შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს

პოზიცია ეროვნება მოთამაშე გოლი მატჩი დებიუტი ლიგაზე ბოლო მატჩი ლიგაზე კლუბები
1 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ 95 135 2003 სპორტინგი ლისაბონი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ მადრიდი
2 არგენტინის დროშა ლიონელ მესი 94 113 2004 ბარსელონა
3 ესპანეთის დროშა რაული 71 142 1995 2011 რეალ მადრიდი, შალკე 04
4 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი 56 73 1998 2009 პსვ, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ მადრიდი, ჰამბურგი
5 საფრანგეთის დროშა ქარიმ ბენზემა 51 90 2005 ლიონი, რეალ მადრიდი
6 საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი 50 112 1997 2012 მონაკო, არსენალი, ბარსელონა
7 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო 49 58 1955 1964 რეალ მადრიდი
8 შვედეთის დროშა ზლატან იბრაჰიმოვიჩი 48 119 2002 აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, მილანი, პსჟ
9 უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო 48 100 1994 2009 დინამო კიევი, მილანი, ჩელსი
10 პორტუგალიის დროშა ეუსებიო 47 63 1961 1973 ბენფიკა

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

ბომბარდირები სეზონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეროვნება მოთამაშე კლუბი გოლების რაოდენობა[10]
1955–56 იუგოსლავიის დროშა მილოშ მილუტინოვიჩი პარტიზანი 8
1956–57 ინგლისის დროშა დენის ვაიოლეტი მანჩესტერ იუნაიტედი 9
1957–58 არგენტინის დროშა ალფრედო დი სტეფანო რეალ მადრიდი 10
1958–59 საფრანგეთის დროშა ჟიუსტ ფონტენი რეიმსი 10
1959–60 უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში რეალ მადრიდი 12
1960–61 პორტუგალიის დროშა ჟოზე აგუაში ბენფიკა 11
1961–62 გერმანიის დროშა ჰაინც შტრელი ნიურნბერგი 8
1962–63 იტალიის დროშა ჟოზე ალტაფინი მილანი 14
1963–64 იუგოსლავიის დროშა ვლადიმერ კოვაჩევიჩი პარტიზანი 7
იტალიის დროშა სანდრო მაცოლა ინტერი
უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში (2) რეალ მადრიდი
1964–65 პორტუგალიის დროშა ეუსებიო ბენფიკა 9
პორტუგალიის დროშა ჟოზე ტორესი ბენფიკა
1965–66 უნგრეთის დროშა ფლორიან ალბერტი ფერენცვაროში 7
პორტუგალიის დროშა ეუსებიო (2) ბენფიკა
1966–67 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა იურგენ პიპენბურგი ფორვერტს ბერლინი 6
ბელგიის დროშა პოლ ვან ჰიმსტი ანდერლეხტი
1967–68 პორტუგალიის დროშა ეუსებიო (3) ბენფიკა 6
1968–69 შოტლანდიის დროშა დენის ლოუ მანჩესტერ იუნაიტედი 9
1969–70 ინგლისის დროშა მიკ ჯონსი ლიდზ იუნაიტედი 8
1970–71 საბერძნეთის დროშა ანტონის ანტონიადისი პანათინაიკოსი 10
1971–72 ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი აიაქსი 5
უნგრეთის დროშა ანტალ დუნაი უიპეშტი
შოტლანდიის დროშა ლუ მაკარი სელტიკი
იუგოსლავიის დროშა სილვესტერ ტაკაჩი სტანდარტი
1972–73 გერმანიის დროშა გერდ მიულერი ბაიერნი 12
1973–74 გერმანიის დროშა გერდ მიულერი (2) ბაიერნი 8
1974–75 გერმანიის დროშა გერდ მიულერი (3) ბაიერნი 5
საბჭოთა კავშირის დროშა ედუარდ მარქაროვი არარატი ერევანი
1975–76 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი ბორუსია მენხენგლადბახი 6
1976–77 გერმანიის დროშა გერდ მიულერი (4) ბაიერნი 5
იტალიის დროშა ფრანკო კუჩინოტა ციურიხი
1977–78 დანიის დროშა ალან სიმონსენი ბორუსია მენხენგლადბახი 5
1978–79 შვეიცარიის დროშა კლაუდიო სულსერი გრასჰოპერი 11
1979–80 დანიის დროშა სიორენ ლერბიუ აიაქსი 10
1980–81 ინგლისის დროშა ტერი მაკდერმოტი ლივერპული 6
შოტლანდიის დროშა გრემ სუნესი ლივერპული
გერმანიის დროშა კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი
1981–82 გერმანიის დროშა დიტერ ჰიონესი ბაიერნი 7
1982–83 იტალიის დროშა პაოლო როსი იუვენტუსი 6
1983–84 საბჭოთა კავშირის დროშა ვიქტორ სოკოლი დინამო მინსკი 6
1984–85 შვედეთის დროშა ტორბიორნ ნილსონი გიოტერბორგი 7
საფრანგეთის დროშა მიშელ პლატინი იუვენტუსი
1985–86 შვედეთის დროშა ტორბიორნ ნილსონი (2) გიოტერბორგი 6
1986–87 იუგოსლავიის დროშა ბორისლავ ცვეტკოვიჩი ცრვენა ზვეზდა 7
1987–88 რუმინეთის დროშა გეორგე ჰაჯი სტიაუა 4
საფრანგეთის დროშა ჟან-მარკ ფერერი ბორდო
ალჟირის დროშა რაბა მაჯერი პორტუ
შოტლანდიის დროშა ალი მაკკოისტი რეინჯერსი
ესპანეთის დროშა მიგელი რეალ მადრიდი
პორტუგალიის დროშა რუი აგუაში ბენფიკა
1988–89 ნიდერლანდების დროშა მარკო ვან ბასტენი მილანი 10
1989–90 ბრაზილიის დროშა რომარიო პსვ 6
საფრანგეთის დროშა ჟან-პიერ პაპენი ოლიმპიკი მარსელი
1990–91 ავსტრიის დროშა პიტერ პაკულტი ტიროლი 6
საფრანგეთის დროშა ჟან-პიერ პაპენი (2) ოლიმპიკი მარსელი
1991–92 უკრაინის დროშა სერგეი იურანი ბენფიკა 7
საფრანგეთის დროშა ჟან-პიერ პაპენი (3) ოლიმპიკი მარსელი
1992–93 საფრანგეთის დროშა ფრანკ სოზე ოლიმპიკი მარსელი 5
1993–94 ბულგარეთის დროშა ხრისტო სტოიჩკოვი ბარსელონა 5
1994–95 ლიბერიის დროშა ჯორჯ ვეა პსჟ 7
1995–96 ფინეთის დროშა იარი ლიტმანენი აიაქსი 9
1996–97 იუგოსლავიის დროშა მილინკო პანტიჩი ატლეტიკო მადრიდი 5
1997–98 იტალიის დროშა ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი 10
1998–99 უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო დინამო კიევი 8
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა დუაიტ იორკი მანჩესტერ იუნაიტედი
1999–2000 ბრაზილიის დროშა მარიო ჟარდელი პორტუ 10
ბრაზილიის დროშა რივალდო ბარსელონა
ესპანეთის დროშა რაული რეალ მადრიდი
2000–01 ესპანეთის დროშა რაული (2) რეალ მადრიდი 7
2001–02 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი მანჩესტერ იუნაიტედი 10
2002–03 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი (2) მანჩესტერ იუნაიტედი 12
2003–04 ესპანეთის დროშა ფერნანდო მორიენტესი მონაკო 9
2004–05 ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი (3) მანჩესტერ იუნაიტედი 8
2005–06 უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო (2) მილანი 9
2006–07 ბრაზილიის დროშა კაკა მილანი 10
2007–08 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედი 8
2008–09 არგენტინის დროშა ლიონელ მესი ბარსელონა 9
2009–10 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (2) ბარსელონა 8
2010–11 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (3) ბარსელონა 12
2011–12 არგენტინის დროშა ლიონელ მესი (4) ბარსელონა 14
2012–13 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (2) რეალ მადრიდი 12
2013–14 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (3) რეალ მადრიდი 17
2014–15 ბრაზილიის დროშა ნეიმარი ბარსელონა 10
პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (4) რეალ მადრიდი
არგენტინის დროშა ლიონელ მესი (5) ბარსელონა
2015–16 პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ (5) რეალ მადრიდი 16


მოთამაშე ბომბარდირი სეზონები
პორტუგალიის დროშა კრიშტიანუ რონალდუ 5 2007–08, 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–16
არგენტინის დროშა ლიონელ მესი 2008–09, 2009–10, 2010–11, 2011–12, 2014–15
გერმანიის დროშა გერდ მიულერი 4 1972–73, 1973–74, 1974–75, 1976–77
პორტუგალიის დროშა ეუსებიო 3 1964–65, 1965–66, 1967–68
საფრანგეთის დროშა ჟან-პიერ პაპენი 1989–90, 1990–91, 1991–92
ნიდერლანდების დროშა რუდ ვან ნისტელროი 2001–02, 2002–03, 2004–05
უნგრეთის დროშა ფერენც პუშკაში 2 1959–60, 1963–64
შვედეთის დროშა ტორბიორნ ნილსონი 1984–85, 1985–86
უკრაინის დროშა ანდრეი შევჩენკო 1998–99, 2005–06
ესპანეთის დროშა რაული 1999–00, 2000–01

გამარჯვებული მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო 2 სხვადასხვა გუნდში.
სეზონი გამარჯვებული კლუბი
1955–56 ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1956–57 ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა (2) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1957–58 არგენტინის დროშა ლუის კარნილია ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1958–59 არგენტინის დროშა ლუის კარნილია (2) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1959–60 ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1960–61 უნგრეთის დროშა ბელა გუტმანი პორტუგალიის დროშა ბენფიკა
1961–62 უნგრეთის დროშა ბელა გუტმანი (2) პორტუგალიის დროშა ბენფიკა
1962–63 იტალიის დროშა ნერეო როკო იტალიის დროშა მილანი
1963–64 არგენტინის დროშა ელენიო ერერა იტალიის დროშა ინტერი
1964–65 არგენტინის დროშა ელენიო ერერა (2) იტალიის დროშა ინტერი
1965–66 ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი (2) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1966–67 შოტლანდიის დროშა ჯოკ სტეინი შოტლანდიის დროშა სელტიკი
1967–68 შოტლანდიის დროშა მეტ ბასბი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
1968–69 იტალიის დროშა ნერეო როკო (2) იტალიის დროშა მილანი
1969–70 ავსტრიის დროშა ერნსტ ჰაპელი ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი
1970–71 ნიდერლანდების დროშა რინუს მიხელსი ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1971–72 რუმინეთის დროშა სტეფან კოვაჩი ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1972–73 რუმინეთის დროშა სტეფან კოვაჩი (2) ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1973–74 გერმანიის დროშა უდო ლატეკი გერმანიის დროშა ბაიერნი
1974–75 გერმანიის დროშა დეტმარ კრამერი გერმანიის დროშა ბაიერნი
1975–76 გერმანიის დროშა დეტმარ კრამერი (2) გერმანიის დროშა ბაიერნი
1976–77 ინგლისის დროშა ბობ პეისლი ინგლისის დროშა ლივერპული
1977–78 ინგლისის დროშა ბობ პეისლი (2) ინგლისის დროშა ლივერპული
1978–79 ინგლისის დროშა ბრაიან კლაფი ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი
1979–80 ინგლისის დროშა ბრაიან კლაფი (2) ინგლისის დროშა ნოტინგემ ფორესტი
1980–81 ინგლისის დროშა ბობ პეისლი (3) ინგლისის დროშა ლივერპული
1981–82 ინგლისის დროშა ტონი ბარტონი ინგლისის დროშა ასტონ ვილა
1982–83 ავსტრიის დროშა ერნსტ ჰაპელი (2) გერმანიის დროშა ჰამბურგი
1983–84 ინგლისის დროშა ჯო ფაგანი ინგლისის დროშა ლივერპული
1984–85 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი იტალიის დროშა იუვენტუსი
1985–86 რუმინეთის დროშა ემერიკ ჯენეი რუმინეთის დროშა სტიაუა
1986–87 პორტუგალიის დროშა არტურ ჟორჟი პორტუგალიის დროშა პორტუ
1987–88 ნიდერლანდების დროშა გუს ჰიდინკი ნიდერლანდების დროშა პსვ
1988–89 იტალიის დროშა არიგო საკი იტალიის დროშა მილანი
1989–90 იტალიის დროშა არიგო საკი (2) იტალიის დროშა მილანი
1990–91 იუგოსლავიის დროშა ლუპკო პეტროვიჩი იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა
1991–92 ნიდერლანდების დროშა იოჰან კრუიფი ესპანეთის დროშა ბარსელონა
1992–93 ბელგიის დროშა რაიმონდ გუთალსი საფრანგეთის დროშა მარსელი
1993–94 იტალიის დროშა ფაბიო კაპელო იტალიის დროშა მილანი
1994–95 ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გალი ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1995–96 იტალიის დროშა მარჩელო ლიპი იტალიის დროშა იუვენტუსი
1996–97 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი
1997–98 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1998–99 შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
1999–2000 ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2000–01 გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი (2) გერმანიის დროშა ბაიერნი
2001–02 ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე (2) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2002–03 იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი იტალიის დროშა მილანი
2003–04 პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო პორტუგალიის დროშა პორტუ
2004–05 ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი ინგლისის დროშა ლივერპული
2005–06 ნიდერლანდების დროშა ფრანკ რაიკარდი ესპანეთის დროშა ბარსელონა
2006–07 იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი (2) იტალიის დროშა მილანი
2007–08 შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი (2) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
2008–09 ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა ესპანეთის დროშა ბარსელონა
2009–10 პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო (2) იტალიის დროშა ინტერი
2010–11 ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა (2) ესპანეთის დროშა ბარსელონა
2011–12 იტალიის დროშა რობერტო დი მატეო ინგლისის დროშა ჩელსი
2012–13 გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი (2) გერმანიის დროშა ბაიერნი
2013–14 იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი (3) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
2014–15 ესპანეთის დროშა ლუის ენრიკე ესპანეთის დროშა ბარსელონა
2015–16 საფრანგეთის დროშა ზინედინ ზიდანი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
ინგლისის დროშა ბობ პეისლი 3 1976–77, 1977–78, 1980–81
იტალიის დროშა კარლო ანჩელოტი 2002–03, 2006–07, 2013–14
ესპანეთის დროშა ხოსე ვილიალონგა 2 1955–56, 1956–57
არგენტინის დროშა ლუის კარნილია 1957–58, 1958–59
ესპანეთის დროშა მიგელ მუნიოსი 1959–60, 1965–66
უნგრეთის დროშა ბელა გუტმანი 1960–61, 1961–62
იტალიის დროშა ნერეო როკო 1962–63, 1968–69
არგენტინის დროშა ელენიო ერერა 1963–64, 1964–65
ავსტრიის დროშა ერნსტ ჰაპელი 1969–70, 1982–83
რუმინეთის დროშა სტეფან კოვაჩი 1971–72, 1972–73
გერმანიის დროშა დეტმარ კრამერი 1974–75, 1975–76
ინგლისის დროშა ბრაიან კლაფი 1978–79, 1979–80
იტალიის დროშა არიგო საკი 1988–89, 1989–90
გერმანიის დროშა ოტმარ ჰიცფელდი 1996–97, 2000–01
გერმანიის დროშა იუპ ჰაინკესი 1997–98, 2012–13
შოტლანდიის დროშა ალექს ფერგიუსონი 1998–99, 2007–08
ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე 1999–2000, 2001–02
პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 2003–04, 2009–10
ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა 2008–09, 2010–11

ეროვნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
იტალიის დროშა იტალია 11
ესპანეთის დროშა ესპანეთი 10
ინგლისის დროშა ინგლისი 7
გერმანიის დროშა გერმანია 7
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 5
არგენტინის დროშა არგენტინა 4
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 4
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3
რუმინეთის დროშა რუმინეთი 3
უნგრეთის დროშა უნგრეთი 2
ავსტრიის დროშა ავსტრია 2
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 1
ბელგიის დროშა ბელგია 1
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Football's premier club competition. უეფა-ს ოფიციალური საიტი.
  2. The Super Bowl Is No Match For The UEFA Champions League
  3. European Champions' Cup. RSSSF.
  4. 2015/16: Real Madrid win another final derby. უეფა-ს ოფიციალური საიტი.
  5. UEFA Champions League revenue distribution. UEFA.com. Union of European Football Associations (25 აგვისტო 2016). წაკითხვის თარიღი: 11 მარტი 2017.
  6. 2012/13 სეზონი. Regulations of the UEFA Champions League: 2012–15 Cycle. UEFA. წაკითხვის თარიღი: 22 სექტემბერი 2012.
  7. Champions League. World Football.
  8. 8.0 8.1 "UEFA Champions League: Facts & Figures". UEFA.com
  9. Champions League. World Football.
  10. Champions Cup/Champions League Topscorers. rsssf.com. წაკითხვის თარიღი: 30 March 2017.
Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.