შინაარსზე გადასვლა

გიორგი ქვილითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვილითაია.
გიორგი ქვილითაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ქვილითაია
დაბადების
თარიღი
1 ოქტომბერი, 1993 (1993-10-01) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
აბაშა, საქართველო
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
თვდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მეცი
ნომერი 11
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012–2013 სასკო 16 (22)
2013 დიორი 2 (0)
2013–2014 დილა გორი 18 (6)
2014–2015 დიორი 11 (1)
2015–2016 დინამო თბილისი 29 (24)
2016–2018 რაპიდი ვენა 55 (17)
2018–2020 გენტი 34 (5)
2020−2021 →  ანორთოსისი 31 (13)
2021−2024 აპოელი 83 (26)
2024–2026 არისი ლიმასოლი 43 (12)
2026– მეცი 10 (2)
ეროვნული ნაკრები‡
2013–2014 საქართველო 21-წლ. 6 (1)
2016– საქართველო 42 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მაისი, 2026
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2025

გიორგი ქვილითაია (დ. 1 ოქტომბერი 1993, აბაშა) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „მეცის“ თავდამსხმელი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

14 წლამდე აბაშაში თამაშობდა, შემდეგ „ნორჩ დინამოელში“ გადავიდა თენგიზ კაციასთან. საკლუბო კარიერაც მისივე ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე თბილისის „სასკოში“ დაიწყო, სადაც 2012–13 წლების სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.[1]

2013 წლის თებერვლიდან უნგრული „დიორის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, რომლის პირველ გუნდშიც 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლშემადგენლობაში 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[2] თუმცა იმავე წლის აგვისტოდან იჯარით გორის „დილაში“ განაგრძო თამაში. გორული კლუბის მაისურით ქვილითაიამ ეროვნული ლიგის ფარგლებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღება ექვსჯერ შეძლო. ამის შემდეგ 2014 წლის ივნისის ბოლოს კვლავ უნგრული „დიორის“ რიგებში დაბრუნდა და ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებამდე კლუბის სარეზერვო გუნდში განაგრძო თამაში, რომელიც იმ დროს უნგრეთის მე-3 საფეხბურთო ლიგაში გამოდიოდა. მე-3 ტურში „დიორი 2“-მა შინ გამართულ შეხვედრაში „ტოკოლს“ ანგარიშით 3–0 სძლია, სადაც 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო.[3]

2018 წლიდან 2020 წლამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა.

2023–24 წლების სეზონში აპოელის რიგებში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. საზეიმო ღონისძიება კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირის ორგანიზებით შედგა. საღამოზე ქვილითაიას ჯილდო თემურ ქეცბაიამ გადასცა. 2020 წლის ზაფხულში ნიქოზიის აპოელის კაპიტანი კვიპროსში სათამაშოდ სწორედ ქეცბაიამ გადაიყვანა. ქვილითაიამ „ანორთოსისთან“ ერთად 2021 წლის 15 მაისს კვიპროსის თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ თასის ფინალის დამატებითი დროის 110-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.[4][5]

2024–2026 წლებში ლიმასოლის „არისის“ რიგებში გამოდიოდა, სადაც ყველა შეჯიბრში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. გიორგი ქვილითაიას არაოფიციალური დებიუტი „არისში“ ავსტრიულ შეკრებაზე, ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. საკონტროლო მატჩში გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა. ქართველმა თავდამსხმელმა გოლის გატანა სწრაფად მოახერხა. 62-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2–2 იყო, ქვილითაიამ „ჰადერსფილდის“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ, „არისმა“ 4–2 მოიგო.[6]

2026 წლის თებერვალში გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია ფრან­გულ „მეცს“ შე­უ­ერ­თდა, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გი­ორ­გი აბუ­აშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზო­ბენ.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 18 ნოემბერი, 2025
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო
საქართველოს დროშა
201640
201783
201831
201982
202040
202170
202210
202430
202540
ჯამში426
საქართველოს დროშა დინამო თბილისი
კვიპროსის დროშა ანორთოსისი
კვიპროსის დროშა აპოელი

ქვილითაიამ ითამაშა სამ სხვადასხვა კვიპროსულ გუნდში და ყველა მათგანში თავის პირველივე ევრომატჩში გაიტანა გოლი. „ანორთოსისის“ შემადგენლობაში „ბაზელის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, „აპოელში“ თამაშისას „ვოივოდინას“ კარი აიღო, შემდეგ კი „არისის“ შემადგენლობაში „პუშკაშის აკადემიას“ გაუტანა.[8]

გიორგი ქვილითაია 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
AFS · AS.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com
  1. ↑ გიორგი ქვილითაიას გზა აბაშიდან. worldsport.ge (25.12.2013).
  2. ↑ გიორგი ქვილითაიამ „დილაში“ ივარჯიშა. worldsport.ge (28.08.2013).
  3. ↑ ქვილითაიას დუბლი დუბლებში. worldsport.ge (02.09.2014).
  4. ↑ Anorthosis Famagusta 2–1 Olympiakos Nicosia / 2020–21 Cypriot Cup. soccerway
  5. ↑ გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 1tv.ge (16.05.2024).
  6. ↑ გიორგი ქვილითაიამ „არისში“ არაოფიციალური დებიუტი ინგლისურ „ჰადერსფილდთან“ გოლით აღნიშნა. 1tv.ge (22.07.2024).
  7. ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
  8. ↑ ქვილითაიას უნიკალური რეკორდი - გიორგიმ კვიპროსულ კლუბებში ევროტურნირების პირველივე მატჩებში გაიტანა. 1tv.ge.
  9. ↑ ქვილითაია კვიპროსის ლიგის სექტემბერ-ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეა. 1tv.ge.