გიორგი დარასელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.
გიორგი დარასელია
გიორგი დარასელია.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი გიორგი დარასელია
დაბადების
თარიღი
17 სექტემბერი, 1968 (1968-09-17) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
სენაკი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი/ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988-1989 ტორპედო ქუთაისი 45 (9)
1989 დინამო თბილისი 9 (0)
1990-1993 ტორპედო ქუთაისი 110 (32)
1993-1995 კოლხეთი-1913 ფოთი 54 (43)
1995-1996 სამტრედია 26 (13)
1996-1997 კოლხეთი-1913 ფოთი 28 (15)
1997-1998 ჰაპოელი თელ-ავივი 29 (6)
1998 იბერია სამტრედია 8 (2)
1998-1999 ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი 25 (7)
1999-2002 ჰაპოელი კფარ-საბა 38 (8)
2002-2004 ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი 39 (12)
სულ 411 (147)
ეროვნული ნაკრები
1991-1999 საქართველო 9 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2004-2006 ჰაპოელი კფარ-საბა (თანაშემწე)
2006-2008 ბნეი სახნინი (თანაშემწე)
2008-2012 მაკაბი ხაიფა (თანაშემწე)
2012 ჰაპოელი ბეერ-შევა (თანაშემწე)
2012 დილა გორი
2013 სკა-ენერგია ხაბაროვსკი
2013-2014 ზუგდიდი
2014- ტორპედო ქუთაისი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

გიორგი დარასელია (დ.17 სექტემბერი, 1968, სენაკი) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 2014 წლის დეკემბრიდან ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი. იგი არის როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მოქალაქე.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1987 წელს ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც თამაშობდა სსრკ–ს ჯერ მეორე, შემდეგ კი პირველ ლიგაში. 1989 წლის მეორე ნახევარში გადავიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თბილისის „დინამოში“, სადაც 9 მატჩი ჩაატარა.

1990 წელს დაბრუნდა ტორპედოში, რომელიც უკვე საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ითამაშა შემდეგ ქართულ კლუბებში: ფოთის „კოლხეთი–1913“-სა და სამტრედიის „სამტრედიაში“. საუკეთესო მიღწევები ჰქონდა „კოლხეთი–1913“–თან ერთად, ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი და 1994/95 წლების სეზონში 26 გოლით გახდა სეზონის ბომბარდირი. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი.

1997 წელს გადავიდა თელ-ავივის „ჰაპოელში“, რომელთან ერთადაც გახდა ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ითამაშა კიდევ ორ ისრაელის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბში, მათთან ერთად ტიტული არ მოუპოვებია.

სანაკრებო[რედაქტირება]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1991-1999 წლებში ჩატარებული აქვს 9 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.

სამწვრთნელო[რედაქტირება]

2004 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია გახდა მწვრთნელის თანაშემწე კფარ–საბას „ჰაპოელში“, სადაც პროფესიონალური კარიერის 3 წელი გაატარა. ასევე ელიშა ლევისთან ერთად მუშაობდა სხვა ისრაელურ გუნდებში 2012 წლის სექტემბრამდე, მათ ორჯერ (2008-2009, 2010-2011) მოიპოვეს ისრაელის ჩემპიონატის ტიტული ხაიფას „მაკაბთან“ ერთად.

გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეწვრთნა პროფესიონალური გუნდი.

მას მიეცა შანსი ემუშავა დამოუკიდებელ მწვთნელად საქართველოში. 2012 წლის სექტემბერში გახდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორის „დილას“ თავკაცი. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სატურნირო ცხრილში დაიკავა მეორე ადგილი, 18 დან 16 მატჩში გაიმარჯვა[1].

დარასელიას ეკუთვნის ქვეყნის რეკორდი: მის გარდა ვერც ერთმა საქართველოში მომუშავე მწვრთნელმა ვერ შეძლო უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის დამარცხება სათითოდ. გორის „დილას“ წვრთნიდა 2012 წლის 15 სექტემბრიდან ამავე წლის 18 ნოემბრამდე, ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა დაამარცხა უმაღლესი ლიგის ყველა (11) გუნდი.

2013 წლის იანვარში დარასელია გახდა რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბ ხაბაროვსკის „სკა–ენერგიას“ მთავარი მწვრთნელი. 2013 წლის ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა „ზუგდიდს“. „ზუგდიდში“ იმ დროს მივიდა, როცა გუნდს მხოლოდ ერთი მოგება და მონაგარში 7 ქულა ჰქონდა. ახალი მწვრთნელის ხელში, მეგრულმა კლუბმა 29 ქულის მოგროვება შეძლო, სეზონი კი 11-ე ადგილზე დაასრულა. მეგრული კლუბი გიორგი დარასელიამ 2014 წლის მაისში დატოვა.[2] ამავე წლის დეკემბერში დაინიშნა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად, მან რევაზ ძოძუაშვილი ჩაანაცვლა.[3][4]

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]