ბორის სიჭინავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის სიჭინავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბორის შალვას ძე სიჭინავა
დაბადების
თარიღი
28 ოქტომბერი, 1936
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
17 მაისი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1955 ნეფტიანიკი 5 (0)
1955–1956 ოდო თბ. ? (?)
1957 სკვო თბ.[1] 28 (1)
1958–1967 დინამო თბ 240 (6)
სამწვრთნელო კარიერა
1968 განთიადი კასპი
1994–1995 დინამო თბილისი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბორის სიჭინავა (დ. 28 ოქტომბერი, 1936, ზუგდიდი, საქართველოს სსრ — გ. 17 მაისი, 2011, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა როგორც მცველის, ისე ნახევარმცველსა და თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1957), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1978).

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][კომ. 1][3][კომ. 2][4][კომ. 3][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 240 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და დინამოს ახალგაზრდულ გუნდს (1994–1995).

1996 წლის 16 დეკემბერს საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საფეხბურთო კლუბ „ნორჩი დინამოელის“ მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბორის სიჭინავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[6]

გარდაიცვალა 2011 წლის 17 მაისს თბილისში.[7]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962, 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960 [8]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

33 საუკეთესო
  • №2: 1964

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
ქართული სპორტი · dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
Спортивный некрополь
ფოტოარქივი
„ლელო“ · ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულიაორიგინალიდან.
  2. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან.
  3. Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულიაორიგინალიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]