მურთაზ ხურცილავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მურთაზ ხურცილავა
მურთაზ ხურცილავა.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1943 (1943-01-05) (75 წლის)
დაბადების
ადგილი
ბანძა, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.75 მ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1961–1975 დინამო თბილისი 293 (15)
1975–1976 ტორპედო ქუთაისი 47 (4)
ეროვნული ნაკრები
1965–1973 საბჭოთა კავშირი 69 (6)
სამწვრთნელო კარიერა
ლოკომოტივი სამტრედია
1977 დინამო ზუგდიდი
1982 გურია ლანჩხუთი
1987–1989 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1997–1999 დინამო თბილისი
1999 ლოკომოტივი თბილისი
1999–2001 საქართველო 21 წლ.
2001–2003 საქართველო (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მურთაზ ხურცილავა (დ. 5 იანვარი, 1943, ბანძა, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.[1]

ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ხუთჯერ პირველ ნომრად.[2][3]
2013 წელს მიიღო სპორტის რაინდის წოდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი და წევრი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (23 - კაპიტნად, 6 გოლი); სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1966 და 1970 წლების ჩემპიონატებში, ევროპის 1968 და 1972 წლების ჩემპიონატებში, ასევე 1972 წლის ოლიმპიადაზე.

1998–1999 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.

2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი
დინამო თბილისი
  • ფინალისტი: 1960 [4]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  • №1: 1968, 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1965, 1966
  • №3: 1963, 1967, 1970

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2010–2012). ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — მურთაზ ხურცილავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  2. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  3. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  4. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.