მიხეილ ბერძენიშვილი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხეილ ირაკლის ძე ბერძენიშვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1914 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 21 ივნისი, 1981 (67 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936–1946 | დინამო თბ. | 129 | (36) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1948 | დინამო თბილისი | ||
1955–1957 | დინამო თბილისი (გ. უფრ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიხეილ ბერძენიშვილი (დ. 2 მაისი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 21 ივნისი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველისა და მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. იყო თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის საფეხბურთო ნაკრებთა წევრი. სხვადასხვა საკავშირო თუ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების მონაწილე, მათ შორის შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, ფინეთისა და ბასკეთის საფეხბურთო გუნდებთან.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 129 მატჩი (36 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მეორე (1939, 1940) და მესამე (1936 შემოდგომა, 1946) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1936, 1937, 1946). იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1948) და გუნდის უფროსი (1955–1957). დინამოელთა მიერ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებული პირველი მატჩის მონაწილე.[2][3]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1939, 1940
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შ.), 1946
- საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1936, 1937, 1946
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1946
№ 348
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დიდუბის რაიონში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს” ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.[4]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 411.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013.
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987.
- პაიჭაძე, ბორის (1960). ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის. თბ.: ნაკადული.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გუგუშვილი, ნ. ზუსტი დარტყმის ოსტატი // „ლელო“, 19 დეკემბერი, 1953, № 99 (698), გვ. 4.
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- მიხეილ ბერძენიშვილი // „ლელო“, 25 ივნისი, 1981, № 121 (6932), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მიხეილ ბერძენიშვილი (1914–1981). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-09. ციტირების თარიღი: 2020-08-09.
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) // fc-dynamo.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) // Footballfacts.ru
- ↑ „დინამოს“ ბაზასთან მდებარე უსახელო ქუჩას ფეხბურთელ მიხეილ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-02-27.
|
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 2 მაისი
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 21 ივნისი
- გარდაცვლილი 1981
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ერთი კლუბის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- საბჭოთა ფეხბურთის მწვრთნელები
- თბილისის დინამოს მწვრთნელები
- ბერძენიშვილები