შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:ასლამაზიშვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



მშრომელი კაცის ვიკიორდენი

[წყაროს რედაქტირება]
მშრომელი კაცის ვიკიორდენი
მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიაში არც თუ დიდი ხანია, რაც მუშაობ, ვთვლი, რომ ეს ვირტუალური ორდენი (რომელიც ვიკიპედიის ტრადიციას წარმოადგენს) დამსახურებულად გეკუთვნის. სპორტის თემებზე სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში გააქტიურდი, ზედმიწევნით აკეთებ ყველაფერს და შენიშვნებსაც ითვალისწინებ, როდესაც ასეთები არის, ამიტომ ჩემგან ეს ორდენი - შენ. შეგიძლია შენთან შეინახო, მომხმარებლის გვერდზე--Henry McClean განხილვაწვლილი 16:05, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


აქვე გეტყვი, რომ ამ განხილვაში დაწერილი დავაარქივე (იხ. მარჯვნივ). ასე ვაკეთებთ, როდესაც გვერდი ძალიან გრძელი ხდება. განხილვაში დაწერილი სამუდამოდ არ იშლება, არამედ არქივდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:05, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ჰენრი, მეც მსიამოვნებს ამისი კეთება, მაქსიმალურად შევეცდები თავისუფალი დრო სტატიებს დავუთმო და გამოვასწორო ვითარება, რაც ქართული სპორტის გვერდებზეა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:11, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ვიტალი დარჩიძე

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. განხილვა:ვიტალი დარჩიძე - იქნებ ჩახედო. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 15:56, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ახლა აღარ არის აუცილებელი და შემდეგს რომ ატვირთავ, ეს გამოიყენე - თარგი:ლოგო - მთლად ადვილია. შევსებას უკვე მიხვდები. გამარტივებული ვარიანტია, თან პირდაპირ უთითებს, რომ ლოგოა და არა მხოლოდ არათავისუფალი ფაილი. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:09, 12 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, გამიმარტივებს საქმეს.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 09:14, 12 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

შემმოწმებელი

[წყაროს რედაქტირება]

გილოცავ თაზო, ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებით, დღეიდან შემმოწმებელი ხარ! ეს ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევ თავს. შენ ასევე ჩაგერთო სწრაფი გაუქმების ფუნქცია, რასთანაც ასევე დიდი სიფრთხილე გმართებს. გისურვებ წარმატებებს! — მიხეილ მიწერა 12:00, 18 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ფეხბურთის ვიკიორდენი

[წყაროს რედაქტირება]
ფეხბურთელის ვიკიორდენი
თაზო, ეს ვიკიორდენი დამსახურებულად გეკუთვნის. იმედი მაქვს კვლავ აქტიურად ააღორძინებ ქართულ ვიკიპედიაში ამ სფეროს! --JABA 1977 16:31, 24 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მარღანია - გთხოვთ მამის სახელი მიაწეროთ. მადლობა.--ცანგალა () 12:34, 25 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე როგორ გაწყენინებთ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:36, 25 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ქართულად ჩიჩინოს თუ ჭიჭინოს? --ცანგალა () 12:43, 25 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, ქართულ ინგტერნეტ სივრცეში ინფორმაცია არ მოიპოვება, ძველ მოთამაშეებზე ჭირს ინგლისურადაც რუსულიდან მიწევს თარგმნა. მე მგონია ჯობს საერთოდ წავშალოთ მამის სახელი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:52, 25 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. როდესაც სტატიაში ჩასვამთ თარგს „წასაშლელი“, აუცილებლად მიუთითეთ მიზეზი და აგრეთვე რეზიუმეს ველში აღნიშნეთ, რომ გვერდი წასაშლელია. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:44, 31 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! შევამჩნიე, რომ ამოწმებთ სტატიებს, რომლებსაც არ აქვთ მითითებული ინტერნეტ რესურსები. გარდა ამისა, ის სტატიები რომლებიც თქვენ დაამოწმეთ საჭიროებს კორექტირებას. აქედან გამომდინარე, ასეთი სტატიების დამოწმებისას მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. იგულისხმება მომხმარებელი:Mrhugre-ის მეტად უხარისხო სტატიები. - ოთოჯი განხილვა 06:57, 4 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Mrhugre გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევს და აგრძელებს არასრულყოფილი სტატიების შექმნას, ვცდილობ ყველა მისი შექმნილი სტატია მივიყვანო შედარებით სრულყოფილებამდე, შეიძლება დავამოწმე, მაგრამ ყველა ეგეთ სტატიას ვუბრუნდები და ვავსებ, ამიტომ ფეხბურთის თემაზე ჩემს შემოწმებულ ან შექმნილ სტატიაზე ნუინერვიულებთ ბოლომდე მიმყავს ყველაფერი. რაც შეეხება გაფრთხილებას რომელიც ამ მომხმარებელს მიეცით, მისი დაბლოკვა სწორი არიქნება, ვინაიდან ქმნის სტატიებს და მისი შექმნილი სტატიის დიდი ნაწილი გამოსადეგი ინფორმაციაა, სტატიის დასრულებულ სახემდე მიყვანას ჩემს თავზე ავიღებ.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:15, 4 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

files are not notable as items on Wikidata. See d:WD:N. --GZWDer განხილვაწვლილი 12:02, 5 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი

[წყაროს რედაქტირება]
მუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი
თაზო, გადმოგცემ ამ დამსახურებულ ორდენს, იმ ღვაწლისთვის, რაც შენ გასწიე ქართულ ვიკიპედიაში, ფაქტიურად გააცოცხლე ქართული (და არა მარტო) ფეხბურთი. ასევე ვიცი, რომ შენი სამომავლო გეგმები უფრო შორს მიდის. ასე განაგრძე. მჯერა, რომ ენთუზიაზმი არ გაგინელდება. — მიხეილ მიწერა 18:08, 11 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თაზო გილოცავ დაბადების დღეს! სულ წინსვლასა და ბედნიერებას გისურვებ ვიღიმი --დათო1010 04:50, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თაზო გილოცავ, წარმატებები. --JABA 1977 05:25, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები მილოცვებსა და კეთილ სურვილებს!— G.G. 06:51, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ თაზო! გისურვებ წარმატებებს, სიხარულსა და ბედნიერებას! ვიკიწარმატებები რაღა თქმა უნდა, თავისთავად! — მიხეილ მიწერა 09:56, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ თაზო, წარმატებებსა და წინსვლას გისურვებ!-- George-09  11:07, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ, თაზო, პირად და ვიკიწარმატებებს გისურვებ! ვიღიმი--შოთა [UT] 11:10, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის : ))).--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:26, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სჯობს გვიან და ვუერთდები მილოცვებს. საუკეთესო სურვილებით.--ცანგალა () 15:23, 30 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ცანგალა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:40, 31 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ დროულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარიღთან დაკავშირებით--დათო1010 03:57, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვერ მოგასწარი რა ვიკრიჭები--დათო1010 16:15, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო გითხარი პირველი ვიქნები მეთქი ვიკრიჭები--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:17, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

საზიზღრებო ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 16:55, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბორის პაიჭაძე

[წყაროს რედაქტირება]

ბორის პაიჭაძე — მისახედია თარგი.--ცანგალა () 19:42, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! თუ შეიძლება მიუთითეთ ფაილს ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 13:47, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

წაიშალოს, ეგ ფაილი აქამდე წაშლილი მეგონა, ეგ რომ ავტვირთე უბრალო მომხმარებელი ვიყავი, ახლა ქართულ ვიკიპედიაშია ეგ სურათი ატვირთული.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:54, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

უი ქომონსზე ატვირთული მეგონა, მივუთითებ ლიცენზიას.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:55, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 13:59, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი

[წყაროს რედაქტირება]

ასლამაზიშვილი, ვერ გავიგე შენი მოქმედება. უმეტესობით თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი — არ გამოიყენება. იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/6 #თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი. მეჯიბრები?--ცანგალა () 09:21, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

წესით ეს თარგი ყველა სტატიიდან უნდა ამოიღო.--ცანგალა () 09:25, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ვნახე კენჭისყრა, მაგრამ როდესაც ვინმე ინტერესება ფეხბურთელით, მით უმეტეს გუნდში ახალ გადმოსულით, ყურადღებას აქცევს ასაკს და გამოთვლა დაიწყოს?? და როგორც განხილვაში იყო ლაპარაკი გარდაცვლის შემთხვევაში რა ვქნათო, თუ რომელიმე ფეხბურთელი გარდაიცვლება, რომლის სტატიაც ჩემი შექმნილია, ჩემს თავზე ვიღებ თარგის ჩასმასაც და ინფორმაციის დამატებასაც. ეს თარგი თქვენს მიერ შექმნილი სტატიების სფეროებში არ ვიცი, მაგრამ ფეხბურთელების სტატიებში საჭიროა. ამიტომ მოდი გამონაკლისი დავუშვათ და ფეხბურთელების სტატიებში დავტოვოთ. ძალიან ბევრი სტატია მაქვს შექმნილი ფეხბურთელების და იმათგან ამოღებას ჯობს ეს თარგი ამ სფეროში ისევ გამოიყენებოდეს.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:21, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში რომ ვეჭრები, მაგრამ რატომ აღარ უნდა გამოვიყენოთ მაინც ვერ მიმტკიცებს ვერავინ. ჯერ ერთი გადაწყვეტილება მიიღება როცა მინიმუმ მომხმარებელთა 75%-ია მომხრე ამ შემთხვევაში კი ასე არაა. ამიტომ ვერავინ მიმითითებს სად რომელი თარგი გამოვიყენო. მე ამით მოვრჩი ამაზე საუბარს--დათო1010 10:30, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ გეჯიბრები, ამ თარგის გაუქმების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ერთხმად გადაწყვეტილიც არ ყოფილა, ამიტომ იენს იანსეს სტატიაში აღვადგენ ჩემს მიერ რედაქტირებულ ვერსიას და ყველა ახალ სტატიაში, რომელსაც შევქმნი, ჩავსვამ ამ თარგს.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:56, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც წინააღმდეგი ვარ და გამოვიყენებ კიდეც. ვისაც არ უნდა, ნუ გამოიყენებს. ჩემს სტატიებზე მე ვაგებ პასუხს. — Mikheil მიწერა 11:04, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
განხილვა დასრულებულია და არქივშია გადატანილი და შენ ახლა იღებ მონაწილეობას? შეხვედრაზე საუბარი იყო ცნობილ ადამინებზე გამოვიყენოთ, ვისი გარდაცვალებაც არ გამოგვრჩება, თუ მომესმა?--ცანგალა () 11:08, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში, მე არსად დამიფიქსირებია აზრი, არც ვიკიშეხვედრაზე და განხილვაც არქივშია, ამიტომ აქ დავწერ. მე ამ თარგის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არ გამომიყენებია, მაგრამ თუ დამჭირდა გამოვიყენებ, რადგან როგორც ვიცი დიდ ვიკიპედიებშიც თავისუფლად იყენებენ და იქ პრობლემა არ არის. არა, მაინცდამაინც ეს ქართველები ვხდით წვრილმანებს პრობლემებად... ანდაზა მახსენდება ჩიტზე და ზვავზე... (უკაცრავად) — GIO→13 11:21, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიუხედავად იმისა, რომ მე ამ თარგს არც ვიყენებ და არც გამოყენებას ვაპირებ. ვფიქრობ ასლამაზიშვილის არგუმენტი ფეხბურთელის ასაკთან დაკავშირებით სავსვებით ლოგიკურია და გამოყენებაც მართებული მეჩვენება. რაც შეეხება სტატიის ისტორიას ცანგალა, ეს შენი საყვარელი საქმიანობაა და გთხოვ სტატიის ისტორიას ნუ დაამსგავსებ იმას, რაც მითითებული სტატიის დროს გააკეთე. --JABA 1977 12:56, 19 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

წლის მომხმარებელი

[წყაროს რედაქტირება]
მოგესალმებით! თქვენ ხართ 2013 წლის ამომავალი ვარსკვლავი! ბოლომდე როცა ამოხვალთ მამის სახელებიც ამოაყოლეთ!!! ვიკრიჭები

--დათო1010 17:33, 14 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს! როგორ ფიქრობ, საფეხბურთო კლუბების კატეგორიებთან მიმართებაში მართებულია შალკეს ფეხბურთელები თუ შალკე 04-ის ფეხბურთელები, ანუ კლუბის სახელწოდება ხომ შალკე 04 არის. დღეს გავაკეთე კატეგორია ვერდერის ფეხბურთელები და კლუბის სახელი არის ვერდერი (საფეხბურთო კლუბი), შესაბამისად კატეგორიაში ფრჩხილებში (საფეხბურთო კლუბი) ხომ არ უნდა მივაწეროთ ?, კარგი იქნება თუ ერთგვარ სტანდარტს დავამკვიდრებთ. - ოთოჯი განხილვა 17:48, 27 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ბოდიში ჩარევისათვის. სპორტული კლუბების სახელები ბრჭყალებში იწერება და კატეგორიებში ესეც გასათვალისწინებელია. – BruTe () 16:56, 28 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაუმარჯოს, მემგონი მართებული იქნება შალკე 04-ის ფეხბურთელები, სტანდარტს რაც შეეხება ფრჩხილებში ზედმეტი იქნება, რადგან ვწერთ ფეხბურთელები, იგულისხმება რომ საფეხბურთო კლუბია, ასევე ბრჭყალებში ჩასმაც სისულელე მგონია. ვერდერს რაც შეეხება, როცა კლუბის სახელი არ ემთქვევა ქალაქისას რომლიდანაც არის კლუბი, კარგი იქნება თუ დავწერთ (ქალაქი)–ის (კლუბი)–ის ფეხბურთელებს, ამ შემთხვევაში ბრემენის ვერდერის ფეხბურთელები.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:00, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, მაშინ აჯობებს გადახედო ამ კატეგორიებს, შევქმნათ ახლიდან, და წასაშლელიც წავშალოთ. - ოთოჯი განხილვა 11:07, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად. : ))--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:12, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
და რა მიზეზით გგონია სისულელე ბრჭყალებში ჩასმა, თუკი გრამატიკულ ასეა სწორი? :) – BruTe () 11:48, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბრჭყალებზე თუ ფრჩხილებზეა აქ საუბარი ?. - ოთოჯი განხილვა 11:50, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ბრჭყალებზე „“ მაქვს საუბარი. :) – BruTe () 12:04, 29 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბრჭყალების გარეშე რომ იყოს რა პრობლემაა?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 12:36, 31 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა თაზო. შენს ამ ცვლილებას გადახედე, და მერე ტიტულებს შეხედე. – BruTe () 06:57, 14 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოოო, აი შენ მჭირდები ზუსტად. ხომ არ იცი, ოფიციალურად რაგბიში სიტყვის Try (ცდა თუ რაც არის) ჩვენებური ქართული ანალოგი როგორია? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:06, 8 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვიცი ეს არის დამიწებით ლელოს გატანა, ანუ რომ გაექცევიან მოწინააღმდეგეს, ბურთიანად ხტებიან და ხოხიალით ცდებიან ლელოს ხაზს ვიკრიჭები--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:15, 8 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, ლელო ყოფილა. გუგლიც ეგრე თარგმნის, უბრალოდ მისი თარგმანი ჩვენთვის პრიორიტეტული არაა, მაგრამ შენმა რჩევამ დამარწმუნა. გაიხარე მომწონს --Henry McClean განხილვაწვლილი 13:28, 8 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხო ლელოა, ბევრს ვკითხე მაგ თემაში ჩახედულს და ყველამ ეგრე მითხრა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:45, 8 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სალამი. უბრალოდ ამაზე გწერ - თარგში შევცვალე (და კიდევ თუ შემხვდება, შევცვლი) სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს მუქი ფერით ასახულ წერტილს (რომელიც ჰყოფს სახელებს, ვთვქათ, ფეხბურთელების). ნავდაფებში ძირითადად გამოიყენება სუსტი, უფრო მკრთალი წერტილი (იხ, თარგი:Meddle), ამიტომ ჩავანაცვლე. ამას უბრალოდ გწერ, თუ შეგხვდება ასე ასახული, არ გაგიკვირდეს. სტანდარტიზაცია ერთ-ერთი ამოცანაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:58, 19 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. მადლობა ინფორმაციისთვის, მაინტერესებდა რისთვის იყო საჭირო--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:45, 19 ივნისი 2014 (UTC).[უპასუხე]


ახალგაზრდული ნაკრებები

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მე ვფიქრობ ინფოდაფებში ახალგაზრდულ ნაკრებებზე ლინკების გაკეთება არარის მიზანშეწონილი. უბრალოდ არამგონია როდესმე შევძლოთ მაგ ლინკების გამწვანება და უამრავი წითელი ლინკი ემატება სტატიას. შენ რას ფიქრობ? ასევე დაწერის ფორმაზე (მაგ. U17 თუ 17 წლ.) — გასაგებია ქართული ფორმა, მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით ინფოდაფაში ჩემი აზრით U17 უფრო ჯობია. გასათვალისწინებელია, რომ სპორტულ საიტებზე და პრესაში ძალიან დაიმკვიდრა თავი ინგლისურმა ვარიანტმა და ვფიქრობ ბარბარიზმად აღარ ითვლება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც კი ინგლისურ ფორმას იყენებს ოფიციალურ საიტზე, პრობლემა არ მაქვს უბრალოდ ჯანსაღი აზრი დავაფიქსიროთ და რაიმე ფორმა გვქონდეს, რომ ერთნაირად გავაკეთოთ. კარგია, რომ ბრჭყალებზე ჩვენი აზრები ემთხვევა:)))--GagaVaa განხილვაწვლილი 10:46, 3 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამაჯობა. იმის გამო, რომ ნაკლები შანსია არამგონია კარგი იყოს ულინკოდ დატოვება, ან თუ მარტო ერთს დავადებთ ლინკს და დანარჩენი შავად იქნება ვიზუალური თვალსაზრისით არამგონია უკეთესი იყოს, ვკითხოთ მაგ თემაზე სხვასაც აზრი, რაც შეეხება შემოკლებულ ვერსიას მე ვფიქრობ მნახველისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რისი შემოკლებაა წლ. რატომ უნდა გადმოვიღოთ, როცა შეგვიძლია ქართული ვერსია დავამკვიდროთ, გადავხედე და ბევრ ენაზე აქვთ თავიანთი ვერსია, ვიზუალურადაც ქართული ვერსიის შემოკლება უფრო მომწონს. დამკვიდრებას რაც შეეხება პრესაში სტატიებში ხშირად ხმარობენ 19 წლამდელები, 17 წლამდელები, მგონი კარგი იქნება თუ ჩვენსას დავამკვიდრებთ და არ მივაქცევთ ყურადღებას პრესას, რომლებიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, სფფ საიტის მთიანად შეცვლას აპირებს და იქნებ ეგეც შეცვალონ, მივწერ და იქნებ ქართულის შემოკლებული ვერსია უფრო მოეწონოთ. ძალიან მიხარია ბრჭყალების შესახებ ჩვენი აზრების დამთხვევა: ))--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 06:40, 4 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ok, მეორე საკითხი ეროვნული პრინციპებზე დაყრდნობით გადავჭრათ. აი ლინკებს რაც შეეხება მგონი არის რაღაც შეთანხმებისმაგვარი, რომ ბევრი უსარგებლო წითელი ლინკი არ გამოვიყენოთ საიტებში. ვინაიდან ჩემზე მეტად აქტიური ხარ გთხოვ მოიკითხე ეგ საკითხი და მაგის მიხედვით გადავწყვიტოთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 09:50, 5 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
უსარგებლოდ წითელი ბმული შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მათზე სტატია სავარაუდოდ, არასოდეს შეიქმნება. აი ახალგაზრდულ ნაკრებებზე კი რატომაც არა? — Mikheil მიწერა 10:01, 5 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც ვფიქრობ, რომ ახალგაზრული ნაკრებები ის თემაა რომელზეც ოდესმე მაინც შეიქმნება სტატიები, ამიტომ ვიზუალური ულამაზობის მოტივით მხარს ვერ დავუჭერ მათ ულინკოდ დატოვებას. რაც შეეხება U17 თუ 17 წლ. მე თაზოს პოზიციას ვემხრობი.--დათო1010 10:32, 5 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ok, რადგან ეგრე მიგაჩნიათ. მე უბრალოდ ინგლისური ვიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ვცდილობ მათი სტანდარტები შემოვიტანო. ინგლ ვიკიში როდესაც არ არის სტატიები შექმნილი არ აწითლებენ აი ანალოგიური შემთხვევა ზუსტად ახალგაზრდულებზე არარსებული სტატიები არ აქვთ დალინკული en:Memphis Depay--GagaVaa განხილვაწვლილი 11:03, 7 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბიოგრაფია და მმ

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ასლამაზიშვილი (სახელი არ ვიცი : ).
ასეთ ბიოგრაფიულ სტატიებში, როგორც წესი, მმ ბმული გვარზე არ კეთდება. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როცა მხოლოდ გვარი უკვე კონკრეტულ პიროვნებასთან ასოცირდება სახელის დასახელების გარეშეც, მაგრამ ეს გვარი სხვასაც აქვს (ბეტჰოვენი, მოცარტი), შეიძლება გავაკეთოთ მმ გვარზე. სხვა შემთხვევაში მმ ბიოგრაფიულ სტატიებში მხოლოდ მაშინ უნდა ჩავსვათ, როცა ერთი და იმავე სახელითა და გვარითაა ცნობილი რამდენიმე პიროვნება. Deu. 05:19, 16 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ ! როგორც ვიცი თქვენ ფეხბურთის თემებზე წერთ სტატიებს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით ამას გადახედეთ. წინასწარ დიდი მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:38, 14 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ასლამაზიშვილი ეს თარგი გავაკეთე, კაი რამეა, გამოგადგება ნახე.--GagaVaa 14:49, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ანუ (იჯარით) აღარ მივუწეროთ?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:28, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
რუსებზე მიბაძვის საშინელი წინააღმდეგი ვარ ზოგადად, მაგრამ იშვიათად შეიძლება:), საერთო პრობლემა გვაქვს ჩვენ, ანუ რუსული და ქართული ასოები მოცულობითებია უფრო და წელავს ინფოდაფებს, ლათინურისგან განსხვავებით. --GagaVaa 09:48, 1 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
შენ თვლი, რომ იჯარით აუცილებლად უნდა მივუწეროთ? საერთოდაც მემგონი (იჯარით) კი არა (იჯარა) უნდა იყოს--GagaVaa 15:09, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თაზო პასუხს რახან არ მაძლევ ესეიგი არ მეთანხმები, მაგრამ მე ვეცდები გაჩვენო რატომ. მაგალითად შენ გაკეთებულ გიორგი ბეგაშვილზე გავაკეთე ცვლილება და მინდა, რომ შედარება ნახო როგორ შევიწროვდა ინფოდაფა, ანუ ინფოდაფები ძალიან განიერია და მაგის შევიწროვებაზე ხშირად გვაქვს საუბარი, თორე სხვა არანაირი პრობლემა არააა:

გიორგი ბეგაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ბეგაშვილი
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 1991 (1991-02-12) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
საჩხერე, საქართველოს დროშა საქართველო
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2011 ჩიხურა საჩხერე 1 (0)
2011–2014 გაგრა 35 (0)
2014- მერანი მარტვილი 4 (0)
2014–სამტრედია (იჯარით) 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2012-2013 საქართველო 21 წლ. 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
გიორგი ბეგაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ბეგაშვილი
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 1991 (1991-02-12) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
საჩხერე, საქართველოს დროშა საქართველო
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2011 ჩიხურა საჩხერე 1 (0)
2011–2014 გაგრა 35 (0)
2014– მერანი მარტვილი 4 (0)
2014–  სამტრედია 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2012-2013 საქართველო 21 წლ. 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

--GagaVaa 07:52, 5 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გაგა. მართალი ხარ, არ გეთანხმები, ჩემი აზრით ძველი ვერსია უკეთესია, უფრო თვალსაჩინოა, რაც შეეხება (იჯარით) თუ (იჯარა), აქაც ძველი ვერსია უფრო მომწონს, ბეგაშვილის სტატიის შემთხვევაში არამგონია მნიშვნელოვნად შეემცირებინა ინფოდაფის ზომა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 11:23, 8 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თაზო გამარჯობა. ერთი თხოვნა მექნება, მთავარ გვერდზე თარგში:იცით თუ არა რომ... ერთი პატარა წითელი ბმულია ფეხბურთელზე (კაფუ - ru:Кафу), თუ შენი სურვილი იქნება, თუნდაც მინიმალური სტატია, რომ დაწერო და ამით წითელი ბმულები ავიცილოთ მთავარი გვერდიდან. დანარჩენი ორი ბმული სამართალს ეხება და იმედია სამართალმცოდნეები დაწერენ მასზე სტატიას. --JABA 1977 14:57, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა. რა პრობლემაა, ახლავე დავიწყებ : ))--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 17:44, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. ჯიგარი ხარ. მადლობა. თუ რამეში დაგჭირდე მიგულე შენს სამსახურში. --JABA 1977 18:02, 13 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თაზო, გილოცავ დაბადების დღეს, პირად და ვიკიწარმატებებს გისურვებ! --JABA 1977 04:32, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ და მომავალი წელი წარმატებული ვიკი წელი გქონოდეს :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:42, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მილოცვებს! :)--SHOTHA [UT] 08:32, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბედნიერი დაბადების დღე, ლამაზი შობა და წარმატებული ახალი წელიწადი! ვიღიმი Deu. 08:42, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ, თაზო! ულევ ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებ! — G.G. 12:46, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები. წარმატებას გისურვებ! - ოთოჯი განხილვა 13:00, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ თაზო, მრავალს დაესწარი. :) – BruTe () 14:33, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მრავალს დაესწარი, მრავალ სიხარულ და წარმატებას გისურვებ! --Henry (მომწერეთ) 14:45, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თაზო, აქაც გილოცავ. წარმატებებს გისურვებ! — Mikheil მიწერა 16:32, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
თაზო გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ წარმატებასა და ბედნიერებას :)--დათო1010 19:18, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის, გაიხარეთ!--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:58, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, თაზო. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 16:05, 21 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

Translating the interface in your language, we need your help

[წყაროს რედაქტირება]
Hello ასლამაზიშვილი, thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:07, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გადახედე აბა ამ და თასის სხვა სტატიებს. იმედია დააბრუნებ ისე როგორც იყო. – BruTe () 17:28, 3 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ვინაიდან თასის სტატიებში გამოყენებული ყველა თარგი გადამისამართებულია თარგზე, რომელსაც წინ „სკ“ აქვს ჩამატებული (მაგ: თარგი:სკ დინამო თბილისი, ძველი თარგების დაბრუნებას ჯობია თასის ყველა სტატიაში თარგებს წინ მივუწერო „სკ“. უმაღლესი ლიგის ყველა კლუბზე ვაპირებ შექმნას, დროის უქონლობის გამო შევჩერდი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 13:31, 4 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]
კარგი იქნება. ფაქტია რომ, გასასწორებელია, ეხლაც საშინელი სიტუაციაა. – BruTe () 05:56, 9 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, თაზო. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:34, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

სალამი დათო. მაგ დროისთვის არ ვიქნები თბილისში. :(((--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:24, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

Hello and sorry for writing in English. Can anyone help me translate a small article (2 paragraphs) from English to your language? Xaris333 განხილვაწვლილი 02:47, 6 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

თაზო დაბადების დღეს გილოცავ! წარმატებები! --ჯაბა 1977 18:47, 30 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!!!-- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 19:08, 30 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

თაზო, გილოცავ! — Mikheil მიწერა 21:32, 30 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაიხარეთ, დიდი მადლობა!--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 17:35, 31 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა () 17:21, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

{{subst:#switch:ka|es=CEE Primavera 2016 Encuesta|#default= CEE Spring 2016 Survey|hu=CEE Tavasz 2016 kérdőív|sq=Anketa e CEE Spring 2016|et=Kesk- ja Ida-Euroopa kevad (CEE Spring) 2016 küsitlus|tr=Orta ve Doğu Avrupa (CEE) Baha...

Hi, CEE Spring 2016 participant! I am sorry for writing in English. The international organisers of the contest ask you to complete the survey about the contest. It is very short. It gives us a bit of statistics and helps make the next contest better. Please complete the survey here: https://wikimedia.qualtrics.com/jfe/form/SV_eLP1PKZWjSpIi45 Best regards,
-- Ата via MassMessage 13:28, 10 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სალამი. გაგახსენებ, რომ ლოგოები მარტო png არ არის, ვიკიში ფაილზე ბოლომდე გადასვლისას, ამოაგდებს SVG (Scalable vector graphics) ფორმატს, უმჯობესია ეგეთი ფაილების ატვირთვა. კომპიუტერში შენახვის შემდეგ ფაილს უცნაური იკონკა ექნება, მაგრამ აქ ატვირთვისას ყველაფერი გამოჩნდება. ეს ახლა ატვირთული იყოს ასე, მომავლითვისთვის გავითვალისწინოთ. მართალია, ყველა ლოგო არ არის SVG-ში, მაგრამ ეგ კონკრეტული იყო. --გიორგი (მომწერეთ) 09:55, 2 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გადმოწერისას უმეტეს შემთხვევებში SVG ხარისხსაც PNG ფაილად ინახავს. ამ შემთხვევაში სტატიაში ფაილისსახელი.svg რომ მივუთითო და იქიდან გადავიდე ატვირთვაზე, ატვირთავს png ხარისხში გადმოწერილს?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 10:06, 2 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა, დაწერს, რომ არასწორი გაფართოებაა და ვერ ატვირთავს. მე ვერ ვხვდები, რატომ აკეთებს მაგას. ზოგადად, ასე ვაკეთებთ

თუ ინგლისურ ვიკიში სურათის დაწკაპვისას გიხსნის full screen-ს და შავ ფონს და ამ ფონზე სურათს, მაშინ სხვანაირად უნდა გაკეთდეს. თავად სტატიაში ყოფნისას მარჯვენა ღილაკით აჭერ ლოგოს, ხსნი ახალ ტაბში. ამ დროს გაიხსნება ასეთი გვერდი https://en.wikipedia.org/wiki/File:Watford.svg . აქ, კიდევ ერთხელ აჭერ სურათს, ოღონდ უკვე ჩვეულებრივი, მარცხენა ღილაკით. გაიხსნება ეს - https://upload.wikimedia.org/wikipedia/en/e/e2/Watford.svg .აი ამ ფაილზე მარჯვენა ღილაკით ამოგდებისას Save image არ წერია. უნდა იყოს უბრალოდ Save as. ვინახავთ, ვთქვათ, დესკტოპზე და ვნახულობთ, როგორი ფაილია - როგორც ვთქვი, ხატულა (იკონკა) უნდა ჰქონდეს ბუნდოვანი. ან, შეიძლება internet explorer-ის ხატულაც კი ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, png-ფაილად არ უნდა ინახავდეს svg-ს.

უბრალოდ, მსურს, ეს პრობლემა მოგიხსნა, თუ მართლა რაღაცის გამო ვერ ინახავ svg-ს. --გიორგი (მომწერეთ) 10:13, 2 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა! გავითვალისწინებ, სურათის ლინკზე გადასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ არ ვაჭერდი მაუსის მარცხენა ღილაკს. ხატულას რაც შეეხება, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ მაქამდე ვერ მივდიოდი. :დდ

ჯანლუკა გრავა

[წყაროს რედაქტირება]

ჯანლუკა გრავა იხ. {{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია}} შენებურად მიხედე. მე არ ვიცი ეს ფეხბურთელი მოქმედი ფეხბურთელებისათვის , ყოფილი ფეხბურთელებისათვის თუ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც გახდნენ მწვრთნელები ცანგალა 10:28, 8 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ამჯერად ამ ერთს დავარედაქტირებ, კიდევ ბევრია მსგავსი - კატეგორია:გასაახლებელი ფეხბურთელის ინფო. ტოპ ლიგების კლუბების სტატიების შექმნას / დახვეწას რომ მოვრჩები (იქაც საშინელი მდგომარეობაა), მაგ კატეგორიასაც მივხედავ აუცილებლად.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 15:49, 8 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:43, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ჩემპიონატის სტატია.

[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. საქართველოს ჩემპიონატის სტატიაზე მაინტერესებს ერთი რამ. არ ჯობია ეროვნული ლიგის სტატია წაიშალოს და უმაღლესი ლიგის სტატიაში გაერთიანდეს? ანუ უმაღლესი ლიგის სტატიას გადაერქვას ეროვნული ლიგა, რაც ეხლა ჰქვია, ახალი ლოგო ჩაემატოს, საიტი მიეთითოს და ყველაფერი განახლებული იქნება. უმაღლესი ლიგის სტატიაში ძველი ჩემპიონები, ბომბარდირები და მთელი ისტორია წერია, უფრო მარტივად მონახავს დაინტერესებული პირი. კიდევ ენათაშორისი ბმულებიც მიბმული აქვს უკვე, მაშინ როცა ეროვნულ ლიგას 1 ლინკი აქვს. ელიგის სტატია კიდევ დიდი ხანი პატარა და თითქმის სულ ცარიელი იქნება, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ ახალი ჩემპიონი ჩაეწეროს. არ გვაქ ჯერ ისეთი დიდი ისტორია შიდა ჩემპიონატების, რომ რებრენდინგის შემდეგ ახალი სტატია გაკეთდეს, დიდი არაფერი მასშტაბური ცვლილება არ ჩანს ამ ეტაპზე, ხოდა მოკლედ ვფიქრობ, რომ ძველ სტატიას გადაერქვას ყველაფერი და ეგაა. თარგებსაც იგივე ეხება, უმაღლესი ლიგის თარგს ენათაშორისი ბმულები აქვს, ეროვნულ ლიგისას არაფერი, ხოდა ჩემი აზრით ესეც ჯობია ძველში გაერთიანდეს და განახლდეს.--Woodmana განხილვაწვლილი 11:38, 12 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს! ჩემპიონატი რომ შეიცვალა ეგ იყო პირველი ვარიანტი, ჩამესწორებინა ძველი ინფორმაცია სახელიან-ლოგოიანად. მაგრამ 2017 წლიდან სახელთან ერთად ფორმატიც ძალიან შეიცვალა, სეზონის ხალგრძლივობა და ქულების აღრიცხვა აღარ ემთხვეოდა ევროპულ ჩემპიონატებს და ამხელა სხვაობის გამო ვიფიქრე კარგი იქნებოდა ცალკე ყოფილიყო 2017 წლიდან არსებული ჩემპიონატის სტატია. ენათაშორის ბმულები ნამდვილად ქმნის პრობლემას, ვიფიქრე შევძლებდი ლინკების ისე დაკავშრებას, რომ 2 სტატიის არსებობა მოსახერხებელი ყოფილიყო. ასევე სირთულეს ქმნის სეზონების სტატიები, 2016 წლამდე იყო უმაღლესი ლიგა, ახლა ეროვნული ლიგა და მათთვის სახელების გადარქმევა არ მგონია სწორი. სტატიების გაერთიანება შესაძლოა კარგი იდეა იყოს, მოვისმენდი დათოს აზრსაც.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 17:57, 23 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წინა სეზონების სტატიები დარჩეს ასე, უმაღლესი ლიგის სახელით ტარდებოდა მაგ წლებში. იგივე მომენტია მაგალითად პირველი ჩემპიონთა ლიგის სტატიას ევროპის ჩემპიონთა თასი 1955-1956 ჰქვია. სხვა სახელით, სხვა ფორმატით ტარდებოდა ტურნირი და რადგან დღეს ტურნირს ჩ.ლიგა ჰქვია, არ იქნებოდა მართებული, რომ ტურნირის დღევანდელი სახელი ჰქონოდა სტატიას. ახალი სტატიები ყველგან დღევანდელი სახელით შეიქმნება და ასე.--Woodmana განხილვაწვლილი 18:48, 23 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ ორივე დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს. აქ საუბარი არაა, რომ მხოლოდ ჩემპიონატის სახელი შეიცვალა, რადგან ამასთანავე შეიცვალა გათამაშების ფორმატიც. ამიტომ ეს სულ სხვა ტურნირი გამოდის და არა უბრალოდ სახელშეცვლილი ჩემპიონატი--დათო1010 18:27, 24 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

იონ აურტენეჩე

[წყაროს რედაქტირება]

იონ აურტენეჩე — იქნებ თარგს მიხედო. მადლობა.-- ცანგალა 18:12, 16 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]