იბერია 1999 (საფეხბურთო კლუბი)
|
| |||
| სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი იბერია 1999 | ||
|---|---|---|---|
| დაარსდა | 1999 | ||
| სტადიონი |
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თბილისი (ტევადობა: 22000) | ||
| პრეზიდენტი |
| ||
| მწვრთნელი | გუგა ნერგაძე | ||
| კაპიტანი | გიზო მამაგეიშვილი | ||
| ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
| 2024 |
| ||
| საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
| |||
„იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
საფეხბურთო კლუბი "იბერია" (მაშინ „საბურთალო“) 1999 წელს დაარსდა, როგორც საფეხბურთო აკადემია, რომელიც თავდაპირველად 161-ე სკოლის ეზოში მდებარეობდა. დამფუძნებელთა იდეა სწორედ ძლიერი აკადემიის შექმნა და განვითარება იყო, რითიც კლუბი თავდაპირველად ადგილობრივ ხოლო შემდგომ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირდებოდა. მენეჯმენტის სწორმა მუშაობამ და ინვესტიციებმა, კლუბის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, რაც ახალი საწვრთნელი ბაზების მშენებლობასა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში აისახა.
2005 წელს, საფეხბურთო კლუბი "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" შეიძინა, რომლის პრეზიდენტიც ტარიელ ხეჩიკაშვილი გახლდათ. მან მიზნად დასახა საფეხბურთო კლუბის ეტაპობრივი განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც მეორე დღიდანვე დაიწყო და დღეის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბი "იბერია" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია საქართველოს მასშტაბით.
აკადემიაში დაინერგა ფეხბურთელების აღზრდის წარმატებული სისტემა, რომლის შედეგადაც კლუბმა საკუთარი აკადემიის ფეხბურთელებით 2015 წელს უმაღლეს ლიგაში აღზევება მოახერხა. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. უფრო დეტალურად, აკადემიის სწორმა განვითარებამ და რესურსმა კლუბს მისცა შესაძლებლობა აკადემიის ფეხბურთელებით ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალური გუნდი, რომელმაც ასპარეზობა საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგიდან დაიწყო და უმოკლეს დროში, აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელებით, უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება მოახერხა.
„იბერია“ აგრძელებდა წინსვლას და უმაღლეს ლიგაში თავის დამკვიდრებას, რაც სამი სეზონის შემდეგ, 2018 წელს, საქართველოს ჩემპიონობით დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბის უდიდესი ბირთვი კვლავაც აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ზემოთ აღნიშნულმა ჩემპიონობამ კლუბი, განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა, როგორც სპორტული, ასევე, კომერციული თვალსაზრისით. 2018 წლის შემდეგ ყველა საფეხბურთო სეზონი, ერთი სეზონის გამოკლებით, „იბერიამ“ ტიტულის მოპოვებით დაასრულა და ამ დრომდე კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი[1], სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს და ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, „იბერია“ მოედანს მიღმაც ქართულ ბაზარზე აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბი.
ამ პერიოდის განმავლობაში „იბერია“ ყოველთვის მიყვებოდა თავის ღირებულებებს, რაც თანასწორ თამაშის წესებში, ტალანტების აღზრდასა და ამბიციურობაში გამოიხატება. კლუბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი ღირებულება არის პატიოსნება, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა, რასაც კლუბი არასდროს ღალატობს. კლუბის დაარსებისას თავდაპირველი იდეა ტალანტების აღზრდა იყო, ვინც შემდგომ ქართულ ფეხბურთის განვითარებაში უდიდეს როლს შეასრულებდა და სწორედ ასეც მოხდა, ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, არაერთი „იბერიას“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ეს ტრადიცია არ იცვლება და დღესაც, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებები „იბერიას“ აკადემიის ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
გარდა ამისა, კლუბის დამატებითი მამოძრავებელი ღირებულება შეუპოვარი ამბიციურობაა. როგორც მენეჯმენტი, ასევე ფეხბურთელები თუ სამწვრთნელო შტაბი არასდროს კმაყოფილდება მიღწეული წარმატებით და წინსვლაზე არის ორიენტირებული. კლუბი განვითარებისთვის იღწვის და ცდილობს ქართულ საკლუბო ფეხბურთში მოქცეულ საზღვრებს გასცდეს.
კლუბი ლოკალური პროექტის ფარგლებს გასცდა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ეროვნული პროექტის სტატუსი მიიღო, რამაც სახელის ცვლილება განაპირობა. 2024 წლის 27 თებერვალს კლუბს ოფიციალურად ახალი სახელი მიენიჭა – საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გახდა „იბერია 1999“.
შემადგენლობა 2025
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაცემები აღებულია „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ოფიციალური საიტიდან 2025 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით[2]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
2017 წლის ტრანსფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოვიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
|---|---|---|
| მეკარე | ||
| მეკარე | ||
| მცველი | ||
| მცველი | ||
| ნახევარმცველი | ||
| თავდამსხმელი | ||
| თავდამსხმელი | ||
| თავდამსხმელი | ||
| თავდამსხმელი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
|---|---|---|
| მეკარე | ||
| მცველი | ||
| ნახევარმცველი | ||
| თავდამსხმელი | ||
| თავდამსხმელი | ||
| თავდამსხმელი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
ევროთასებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სეზონი | შეჯიბრება | რაუნდი | კლუბი | შინ | გასვლითი | ჯამი |
|---|---|---|---|---|---|---|
| 2019-20 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1-ლი შრ | 1−3 | 3−0 | 4−3 | |
| მე-2 შრ | 0−2 | 0−3 | 0−5 | |||
| უეფა-ს ევროპა ლიგა | მე-3 შრ | 0−2 | 2−1 | 2−3 | ||
| 2020-21 | უეფა-ს ევროპა ლიგა | 1-ლი შრ | X | 1−5 | 1-5 | |
| 2022-23 | უეფა-ს კონფერენს ლიგა | 1-ლი შრ | 0−1 | 1−0 დ.დ | 1−1 (5−4 პენ.) | |
| მე-2 შრ | 1−0 | 2−4 | 3−4 | |||
| 2020-21 | უეფა-ს კონფერენს ლიგა | 1-ლი შრ |
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნული ლიგა
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2020
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლუბის ოფიციალური საიტი (ქართული ენა), (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კლუბის შესახებ – Fciberia1999.ge ka-GE (2025-02-06). ციტირების თარიღი: 2025-09-22
- ↑ საბურთალო დაარქივებული 2021-11-05 საიტზე Wayback Machine. - ეროვნული ლიგა (erovnuliliga.ge)
| ||||||||||||||||||||

