საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი — საფეხბურთო გათამაშება საქართველოში, სადაც ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალში დამარცხებული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი პირველად 1996 წელს გათამაშდა.
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 7-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ტორპედო ქუთაისი“.
2023 წლიდან სუპერთასის გათამაშება ახალი ფორმატით გაიმარტება. – სუპერთასისთვის 4 გუნდი იბრძოლებს და იქნება ნახევარფინალები და ფინალი. მინიტურნირში ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული ითამაშებს[1].