13 დეკემბერი
იერსახე
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
13 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 347-ე დღე (ნაკიან წლებში – 348-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 18 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1545 : ტრიდენტის საბჭო გაიხსნა, ტრიდენტში (ამჟ. ტრენტო), იტალია.
- 1577 : სერ ფრენსის დრეიკი პლიმუთიდან, ინგლისი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს.
- 1642 : აბელ ტასმანმა ახალ ზელანდიას მიაღწია.
- 1769 : დართმუზის კოლეჯი დააარსა ბერმა ელეაზარ უილოკმა, მეფე ჯორჯ III-ის სამეფო ქარტიით, სამეფო გუბერნატორის, ჯონ ვენთუორზის, მიერ ნაბოძებ მიწაზე.
- 1922 : ბაქოში საბჭოების პირველ ამიერკავკასიის ყრილობაზე 1922 წლის 12 მარტს შექმნილი ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირი გარდაიქმნა ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკად.
- 1937 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი - ნანკინის ბრძოლა იაპონელების გამარჯვებით მთავრდება.
- 1949 : ქნესეთში კენჭი უყარეს ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმში გადატანას.
- 1959 : არქიეპისკოპოსი მაკარიოსი კვიპროსის პირველი პრეზიდენტი ხდება.
- 1974 : მალტა რესპუბლიკურ წყობაზე გადავიდა.
- 1996 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
- 1981 : გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი პოლონეთში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს „სოლიდარობის“ მიერ კომუნიზმის დამხობის შიშით.
- 2002 : ევროკავშირი აცხადებს კვიპროსის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის წევრობას 2004 წლის 1 მაისიდან.
- 2003 : კოალიციის ჯარებმა ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მისივე მშობლიურ ქალაქ თიქრითთან შეიპყრეს (ოპერაცია „წითელი განთიადი“).
- 2009 : აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარე პრეზიდენტმა სერგეი ბაგაფშმა გაიმარჯვა.
- 2011 : ტუნისის საკონსტიტუციო ასამბლეამ მონსეფ მარზუკი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
- 2021 : კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1533 : ერიკ XIV — შვედეთის მეფე
- 1553 : ანრი IV — საფრანგეთის მეფე
- 1797 : ჰაინრიხ ჰაინე — გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი.
- 1873 : ვალერი ბრიუსოვი — რუსი პოეტი და კრიტიკოსი
- 1927 : ნოდარ ანდღულაძე — ქართველი საოპერო მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1947 : რერიხი, ნიკოლას — რუსი წარმოშობის მხატვარი (დ.1874)
- 1981 : ასლანიშვილი, შალვა — ქართველი მუსიკათმცოდნე
- 1982 : დარასელია, ვიტალი — ქართველი ფეხბურთელი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: