ოთარ გაბელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოთარ გაბელია
Otar Gabelia (born 24 March 1953) — FC Dinamo Tbilisi Goalkeeper (1977–1982, 1985–1990).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოთარ ამბროსის ძე გაბელია[1]
დაბადების
თარიღი
24 მარტი, 1953 (1953-03-24) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1967–1970 დინამო ზუგდიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1971 დინამო ზუგდიდი
1972–1973 დინამო სოხუმი
1974–1976 ტორპედო ქუთაისი 109 (0)
1977–1982 დინამო თბილისი 129 (0)
1983–1984 ტორპედო ქუთაისი 29 (0)
1985–1990 დინამო თბილისი 142 (0)
ეროვნული ნაკრები
1979–1980 სსრ კავშირი 2 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1990–1992 ოდიში ზუგდიდი
1992–1993 ალაზანი გურჯაანი
1993–1995 დურუჯი ყვარელი
1995–1996 ალგეთი მარნეული
1997–1999 თსუ თბილისი
2001–2002 მერანი-91 თბილისი
2002–2004 მერანი თბილისი
2004–2007 ტორპედო ქუთაისი
2009–2012 საქართველო 21 წლ.
2016 ზუგდიდი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ოთარ გაბელია (დ. 24 მარტი, 1953, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ — ფეხბურთის მწვრთნელი. სხვადასხვა დროს იცავდა ზუგდიდის „დინამოს“, სოხუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[3] ღირსების ორდენის კავალერი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ზუგდიდში მწვრთნელ ვ. ბუკიასთან. თამაშობდა ზუდგიდის „დინამოსა“ (1970–1971) და სოხუმის „დინამოს“ რიგებში (1972–1973). 1974–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1977 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 22 მაისს. 1983 წლის სეზონს ქუთაისის „ტორპედოში“ ატარებს. 1985 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1989 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

ოთარ გაბელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 271 მატჩი ჩაატარა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 17 — თასების მფლობელთა თასის, 11 — უეფა-ს თასის და 4 — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 21 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გფრ-ს ნაკრების წინააღმდეგ.[4]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1978
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
საბჭოთა კავშირის თასი
  • Cup Winner.png თასის მფლობელი: 1979
  • Cup Finalist.png ფინალისტი: 1980[5][6][7][8][9]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • Cup Winner.png თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1979 [10]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ.[12][კომ. 1][13] იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[14][15][კომ. 2]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ოთარ გაბელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[16]

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მეკარედ.[12][13]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ციტატა: „...საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარის წოდება მხოლოდ ორმა ქართველმა მოიპოვა: 1962 წელს სერგო კოტრიკაძემ, 17 წლის შემდეგ კი ოთარ გაბელიამ.“ დაარქივებულია ორიგინალიდან.
  2. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. ფეხბურთი 1978 : ცნობარი / გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; თბ. : 1978, გვ. 18.
  3. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 56
  4. USSR 1–3 West Germany / 21.11.1979 // 11v11.com
  5. თასი „შახტიორმა“ მოიგო // „ლელო“, 10 აგვისტო, 1980, № 155 (6716), გვ. 1.
  6. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი // fc-dynamo.ru
  7. Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi // Soviet Union Cup 1980 // rsssf.com
  8. Сбылось и не сбылось // Еженедельник "Футбол-Хоккей", 17.08.1980
  9. Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й // terrikon.com
  10. Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). // dinamo-tbilisi.ru
  11. ოთარ გაბელია. საქართველოს ყველა დროის ნაკრები // goal.ge
  12. 12.0 12.1 კარიერა ფრაზებში: ოთარ გაბელია // ლაშა გოდუაძე
  13. 13.0 13.1 ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი // goal.ge
  14. 33 лучших футболистов сезона в СССР // ru.unionpedia.org
  15. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია // dic.academic.ru
  16. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ