ვლადიმერ ბარქაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ბარქაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ბარქაია
დაბადების
თარიღი
29 ივლისი, 1937
დაბადების
ადგილი
გაგრა, აფხაზეთის ასსრ,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
30 დეკემბერი, 2022 (85 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო[1]
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1953–1955 ბურევესტნიკი გაგრა[2]
1956 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1967 დინამო თბ. 226 (68)
ეროვნული ნაკრები
1965 სსრ კავშირი 2 (2)
სამწვრთნელო კარიერა
1968–1969 დინამო თბილისი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვლადიმერ „სიომა“ ბარქაია (დ. 24 დეკემბერი, 1937, გაგრა — გ. 30 დეკემბერი, 2022, თბილისი, საქართველო)[3]ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1959).[4][5][6]

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[7][8][9][10] იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[11][12]

2014 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ვლადიმერ ბარქაიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, მწვრთნელ რევაზ შარტავას ხელმძღვანელობით. შემდეგ სპორტსკოლაში ალიოშა ბობოხიძის ხელმძღვანელობით განაგრძო ვარჯიში. ამ პერიოდში გაიცნო გიორგი სიჭინავა, რომელთან ერთად განვლო მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა.

თბილისის „დინამომდე“ იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის „ბურევესტნიკის“ ღირსებას. ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა, სადაც გაგრელებმა წარმატებით იასპარეზეს, თუმცა მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადასასვლელად გაგრელებს ლანჩხუთის „გურიასთან“ უნდა გაერკვიათ ურთიერთობა. გადამწყვეტი შეხვედრა ლანჩხუთელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1965 წლის 27 ივნისს, 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ და შეძლო 2 გოლის გატანა.[13][14] მან ასევე ითამაშა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში გამოდიოდა პელე.

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ბარქაიას მატჩები საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 27.06.1965
მოსკოვი
სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 6–0 დანიის დროშა დანია
შესარჩევი
[15]
2 04.07.1965
მოსკოვი
სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0–3 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ამხანაგური
[16]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ბარქაია – გიგლა ფირცხალავას შარჟი.

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960 [17]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზეთის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის პრიზი: 1956 [18]
33 საუკეთესო
  • №2: 1964

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Умер чемпион СССР 1964 года Баркая // sport24.ru
  2. სხვა მონაცემებით — „ტორპედო“ გაგრა.
  3. ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა // 1tv.ge
  4. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
  5. ალექსანდრე ელერდაშვილი (2006). ბარქაია ვლადიმერ — თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელი (თავდამსხმელი) XX საუკუნის 60-იან წლებში, სსრკ-ს ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი და გაიტანა 67 გოლი, 1964 წლის სსრკ-ს ჩემპიონი (დაიბადა 1937 წელს). წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  6. Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. Составитель — Соскин Александр Максимович. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 279. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  7. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  8. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  9. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  10. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  11. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  12. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  13. სსრ კავშირი — დანია 6 : 0 // „ლელო“, 29 ივნისი, 1965, № 126 (2846), გვ. 1.
  14. პავლოვი, ვ., „დანიის ოპერაცია“ წარმატებით განხორციელდა // „ლელო“, 29 ივნისი, 1965, № 126 (2846), გვ. 3.
  15. СССР - ДАНИЯ - 6:0. rusteam.permian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-29. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2020.
  16. СССР - БРАЗИЛИЯ - 0:3. rusteam.permian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-29. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2020.
  17. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
  18. დავითაშვილი, ც. გამოვლინდნენ ნიჭიერი ფეხბურთელები // „ლელო“. — 7 ნოემბერი, 1956. — „ლელო“. — № 91 (1001). — გვ. 4.