გურამ ფანჯიკიძე
| გურამ ფანჯიკიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 22 აპრილი, 1933[1] [2] |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 1997[2] |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
| დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
| საქმიანობა | მწერალი[2] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და რედაქტორი |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
| Magnum opus | სპირალი |
| ჯილდოები | რუსთაველის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და ვახტანგ გორგასლის ორდენი |
| შვილ(ებ)ი | მაია ფანჯიკიძე |
გურამ ფანჯიკიძე (დ. 22 აპრილი, 1933 — გ. 1997) — ქართველი მწერალი და რედაქტორი, საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გურამ ფანჯიკიძე დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1950-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი. ეკუთვნის სპორტული ნარკვევი „ფორცა, იტალია!“.
გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
რომანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 22 აპრილი
- დაბადებული 1933
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1997
- თბილისში გარდაცვლილები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ქართველი მწერლები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ფანტასტი მწერლები
- ქართველი სპორტული ჟურნალისტები
- ფანჯიკიძეები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1956)
- მწერლები ანბანის მიხედვით