შინაარსზე გადასვლა

ნიდერლანდების სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდერლანდების სამეფო
ნიდერლ. Koninkrijk der Nederlanden
ფრიზ. Keninkryk fan de Nederlannen
პაპ. Reino Hulandes
ნიდერლანდების სამეფო
ნიდერლანდების სამეფოს
დევიზი: ფრანგ. Je maintiendrai
„შევინარჩუნებ სიმტკიცეს“
ჰიმნი: ნიდერლ. Wilhelmus
დედაქალაქიამსტერდამი1
52°21′ ჩ. გ. 04°52′ ა. გ. / 52.350° ჩ. გ. 4.867° ა. გ. / 52.350; 4.867
უდიდესი ამსტერდამი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური
აღიარებული რეგიონული ენები დასავლეთფრიზული (ფრისლანდიაში); პაპიამენტო (ბონეირში); ინგლისური (სინტ-ესტატიუსსა და საბაზე)
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა, კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ვილემ-ალექსანდერი
 -  პრემიერ-მინისტრი[1] დიკ სხოფი
 -  არუბას სრულუფლებიანი მინისტრი ადი ტიისენი
 -  კურასაოს სრულუფლებიანი მინისტრი კარლსონ მანუელი
 -  სინტ-მარტენის სრულუფლებიანი მინისტრი რენე ვიოლენუსი
ფართობი
 -  სულ 42 519 კმ2 
 -  წყალი (%) 18,41
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 17 821 419[2] (64-ე)
 -  სიმჭიდროვე 532 კაცი/კმ2 
ვალუტა ევროევროპის ნიდერლანდებში,
ამერიკული დოლარიკარიბის ნიდერლანდებში,
ნიდერლანდური ანტილის გულდენიკიურასაოში და სინტ-მარტენზე და ფლორინიარუბაში (EUR, USD, ANG, AWG)
სასაათო სარტყელი ევროპის ნიდერლანდებში UTC+01:00, კარიბის ნიდერლანდებში UTC-04:00
 -  ზაფხული (DST) ევროპის ნიდერლანდებში UTC+02:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +31 (ნიდერლანდები), +297 (არუბა), +599 (კიურასაო/კარიბის ზღვის აუზის კუნძულები), +1 721 (სინტ-მარტენი)
ISO 3166 კოდი NLD
ინტერნეტ-დომენი .nl (ნიდერლანდები), .frl (ფრიზია), .aw (არუბა), .cw კიურასაო, .sx (სინტ-მარტენი), .bq (კარიბის ნიდერლანდები)
1მთავრობის რეზიდენცია ჰააგაშია.

ნიდერლანდების სამეფო (ნიდერლ. Koninkrijk der Nederlanden; ფრიზ. Keninkryk fan de Nederlannen; პაპ. Reino Hulandes) — სუვერენული მონარქიული სახელმწიფო ტერიტორიებით ევროპასა და კარიბებში. სამეფო შედგება შვიდი ტერიტორიისაგან, რომელშიც ყველაზე დიდია დასავლეთ ევროპაში მდებარე ნიდერლანდები, ხოლო დანარჩენი ექვსი მდებარეობს კარიბებში. არუბას, კიურასაოსა და სინტ-მარტენს აქვთ თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი, ხოლო ბონეირს, სინტ-ესტატიუსსა და საბასკარიბის ნიდერლანდების სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულების — საჯარო ორგანოების სტატუსი[3]. სამეფოს შემადგენელ წევრებს შორის ურთიერთობა რეგულირდება 1954 წელს მიღებული ნიდერლანდების სამეფოს ქარტიით. აღმასრულებელი ორგანო — სახელმწიფო მინისტრთა საბჭო (Rijksministerraad), რომელიც შედგება ნიდერლანდების მინისტრთა საბჭოს ყველა წევრისაგან და ტერიტორიების უფლებამოსილი მინისტრებისაგან. თვითონ ამ ტერიტორიებს ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოები — კუნძულის საბჭოები (eilandsraad) და აღმასრულებელი — კუნძულის დეპუტატები (eilandgedeputeerde). ნიდერლანდების სამეფოს საერთო ფართობი შეადგენს 42 519 კმ²-ს, მოსახლეობა დაახლოებით 17 300 000 ადამიანს. სამეფოს ფართობი კარიბის ზღვის აუზში — 993 კმ²-ს, მოსახლეობა დაახლოებით — 310 000 ადამიანს.

დროშა გერბი ტერიტორია რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა, ად.
(აღწერა/შეფასება)
დედაქალაქი სტატუსი ვალუტა
1 ნიდერლანდები დასავლეთი ევროპა 41 526 16 978 458
(2011)
ამსტერდამი სუვერენული სახელმწიფო ევრო
2 არუბა კარიბის ზღვა 193 101 484
(2010)
ორანესტადი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ფლორინი
3 კიურასაო კარიბის ზღვა 444 150 563
(2011)
ვილემსტადი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ნიდერლანდური ანტილის გულდენი
4 სინტ-მარტენი კარიბის ზღვა 34 37 429
(2010)
ფილიპსბურგი თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ნიდერლანდური ანტილის გულდენი
5 ბონეირი კარიბის ზღვა 288 15 666
(2011)
კრალენდეიკი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
6 სინტ-ესტატიუსი კარიბის ზღვა 21 3583
(2010)
ორანესტადი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
7 საბა კარიბის ზღვა 13 1781
(2010)
ბოტომი საჯარო ორგანო ამერიკული დოლარი
სულ 42 519 17 288 964

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. პრემიერ მინისტრი მოიხსენიება როორც: (ნიდერლ. Onze Minister-President, in zijn hoedanigheid van voorzitter van de raad van ministers van het Koninkrijk). Act on financial supervision for Curaçao and Sint Maarten. ხოლო სხვა მინისტრების მიმართავენ შემდეგ ნაირად: (ნიდერლ. in zijn hoedanigheid van Minister van het Koninkrijk). Borman 2005 და Borman 2010.
  2. CBS Statline nl. ციტირების თარიღი: 2023-03-30
  3. WET OPENBARE LICHAMEN BONAIRE, SINT EUSTATIUS EN SABA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-05. ციტირების თარიღი: 2016-04-29.