მუხიანი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუხიანი
მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესია

მუხიანი — უბანი თბილისში, გლდანის რაიონში. ამჟამინდელი მუხიანის ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი. 70-იან წლებში მუხის ტყე გაიჩეხა და დაიწყო ტერიტორიის განაშენიანება. თავდაპირველად ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა დასახლებაც. 80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დაარსდა ახალი მიკრო რაიონები. გაჩნდა ნ. დუმბაძის, ი. ნონეშვილის და ალ. გობრონიძის პროსპექტები. აშენდა რადიო ქარხანა. დასახლებაში მოქმედებს ბანკების ფილიალები, სავაჭრო დაწესებულებები და აშენდა მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]