შინაარსზე გადასვლა

მოგზაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„მოგზაური“ — ქართული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში XX საუკუნის დასაწყისში.

თავდაპირველად „მოგზაური“ ყოველთვიური ისტორიული, არქეოლოგიური და გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული სურათებიანი ჟურნალი იყო. გამოდიოდა 1901-1904 წლებში მისი რედაქტორ-გამომცემელი ივანე როსტომაშვილი იყო. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ზაქარია ჭიჭინაძე, სიმონ ქვარიანი, ი. ფერაძე, ი. ჯანაშვილი და სხვები. დამატების სახით გამოსცემდა „მოგზაურის პრემიას“.

1905 წლის იანვრიდან „მოგზაური“ ქართველი სოციალ-დემოკრატების ყოველკვირეული ლეგალური გამოცემა გახდა კვალის ნაცვლად. ოქტომბრამდე გამოდიოდა ლეგალურად, 20 ნოემბრამდე კი უკვე არალეგალურად. რედაქტორ-გამომცემელი კვლავ ივანე როსტომაშვილი იყო, ფაქტობრივი რედაქტორი კი — ფილიპე მახარაძე. ჟურნალში ბოლშევიკებთან ერთად მენშევიკებიც თანამშრომლობდნენ. ბოლშევიკები აშუქებდნენ 1905 წლის რევოლუციურ მოვლენებს, მუშათა და გლეხთა მობილიზების საკითხებს, ჟურნალის საშუალებით ახერხებდნენ ბოლშევიკური იდეების პროპაგანდას, ცდილობდნენ „მოგზაურის“ ბოლშევიკურ ორგანოდ გადაქცევას, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ალექსანდრე წულუკიძე, ივანე გომართელი, ნ. აზიანი, იროდიონ ევდოშვილი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]