ლეღვთახევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეღვთახევის ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ

ლეღვთახევი, დაბახანა, დაბაღხანა — ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ახლანდელი კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს).

სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს. ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან - სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 207.
  • თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958.