უძო
უძო | |
---|---|
უძოს მამათა მონასტერი | |
კოორდინატები: 41°40′25″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. / 41.67361° ჩ. გ. 44.70000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1416 მ |
ქედი | მთაწმინდის ქედი |
ასაკი | ზედაეოცენური |
უძო — მთა საქართველოში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე. სიმაღლე 1416 მ. მთის მიდამოებში თხემი მოსწორებულია. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. უძოს კალთები შემოსილია ბუჩქნარით, ხოლო მწვერვალი ბალახეულით.
უძოს წმინდა გიორგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უძოს მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. ლეგენდის მიხედვით უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია ეკლესია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი თხოვნა შესრულებულა და მას შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ (უძეო) უშვილო მანდილოსნები, ევედრებოდნენ წმინდა გიორგის და იქვე, ერთ ხეზე სტოვებდნენ შესაწირავს (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან). სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. უძოს წმინდა გიორგის სახელობის დღე მოძრავი ქრისტიანული დღესასწაულია. დღეობა ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს იმართება. დღესასწაულს ხალხში უძოობას უწოდებენ. უძოობაზე იკრიბება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 198.