ახალი ჰოლანდია (თბილისი)
Jump to navigation
Jump to search
ახალი ჰოლანდია — უბანი მთაწმინდის რაიონში, (ვერე),ვარდისუბნის დასავლეთით მაღლობზე მდებარე უბნის ყოფილი სახელი. მოიცავდა ახლანდელი ერეკლე ტატიშვილისა (ყოფილი ყაზბეგის) და დიმიტრი ბაქრაძის ქუჩების მიდამოებს. იხსენიება XIX საუკუნის II ნახევარში შედგენილ თბილისის გეგმებზე. აქ უწინ არსებობდა ტავერნა „ახალი ჰოლანდია“, ჩანს, უბნის სახელიც აქედან მოდის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, გვ. 25, თბ., 2008 წელი.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 19.