ჩუღურეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩუღურეთითბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩუღურეთის რაიონის შემადგენლობაში.

ისტორიულად ეწოდებოდა დღევანდელი ბარათაშვილის და ჩუღურეთის ხიდებს შორის ტერიტორიას.

პირველად იხსენიება 1707 წელს გაცემულ წყალობის სიგელში სოფელ ჩუხურის სახელით:

ვიკიციტატა
„იქ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ, დედოფლით დედოფალმან, პატრონმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან, პატრონმან ბაქარ თქვენ, ჩვენის კარის მღრდელს ნაობს, შვილსა შენსა პეტრესა, გიორგის და იაკობს, ასრე რომ შვილიან კაცი იყავით და ერთი კაცის სასახლისა და საბრძელ-კალოს ალაგს დაგვეაჯენით, ჩვენცა მოკითხული ვქენით და გაღმა ჩუხურში, შენისავ სიმამრის ნაქონი ცოტა რამ ბეითალმანი ნაოხარი ალაგი იყოს, რადგან ქალაქში მისი ნაქონი სახლ-კარი შენ გქონდა, არცა ვის ხელი ჰქონდა არცა ვის ეხელყოდა, და თვინიერ შენსა, და რადგან შენის სიმამრის ნაქონი იყო, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, და როგორათაც შენს სიმამრს ლუარსაბს ქონებოდეს, რისაც მზღურითა და გზით, იმ გვარად შენთვის და შენთა შვილთათვის გვიბოძებია. ჰქონდეს და გიბედნიეროს ღ-თნ...“

ჩუხური ქართულ წერილობით წყაროებში მეორეჯერ გვხვდება ქართლის 1721 წელს აღწერის დავთარში. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ ტფილისის გეგმაზე დატანილია როგორც სოფელი და ისაზღვრება ჩუღურეთის ხევით, სოფელ კუკიათი, მტკვრით, დიდხევითა და სამგორის მინდვრებით.

სიტყვა წარმოდგება თურქული „ჩუღურ“-დან (ჩეხურ, ჩუკურ) და ქართულად ფოსოს, ორმოს, ღრმა ფლატეს ნიშნავს.

1824 წლიდან შეუერთდა ქალაქს, იგი თბილისის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანი იყო, აქ მდინარე მტკვარზე აშენდა ერთმალიანი რკინის ხიდი — მუხრანის ხიდი (ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდი).

მატერიალური კულტურული ძეგლებიდან შემორჩენილია: კვირაცხოვლის ეკლესია (შუა ფეოდალური ხანა), წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (18-19 სს.), ღვთისმშობლის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია (19 ს.). ჩუღურეთში მდებარეობს თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი აღმაშენებლის გამზირი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]