ელია (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელია.

ელიათბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი. მდებარეობს მახათის მთის ფარდობზე, ელენე ახვლედიანის ხევის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის აღმოსავლეთით.

პლატონ იოსელიანის ცნობით, ადრე მახათას მთაზე ელია წინასწარმეტყველის სახელზე აშენებული სალოცავი იდგა (წყაროებში პირველად 1654 წელს არის მოხსენიებული). იგი თავად შესწრებია ამ ეკლესიის ნაშთებს. მისივე ცნობით, ამ ადგილას 20 ივლისს იმართებოდა საეკლესიო დღესასწაული, ელიაობა. ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს უბნის დასახელება. ელიას გორაზე აღმართულია წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ხოლო მახათაზე შენდება წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]