ვარდისუბანი (თბილისი)
Jump to navigation
Jump to search
ვარდისუბანი, ვერის უბნის ნაწილი, ახლანდელ მელიქიშვილის ქუჩასა და სემიონოვკის დასახლებას შორის. XIX საუკუნეში ამ უბანში მდებარე ერთ-ერთ ქუჩასაც ვარდისუბნისა ერქვა (1947 წელს მიენიჭა ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი), სადაც ამავე დასახლების სოფელი იყო. სახელწოდება სავარაუდოდ ადრე ამ ტერიტორიაზე გაშენებულ ასკილის ბუჩქებს უკავშირდება. ქალაქური განაშენიანება ვარდისუბანში 1880-იან წლებში გაჩნდა.
ვარდისუბანი ასევე ერქვა ავლაბრის ნაწილსაც, რომელიც ახლანდელი მეტროპოლიტენის სადგურ „ავლაბარსა“ და გურჯაანის ქუჩას შორის არის მოქცეული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 37-38. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
|