ვარკეთილის მეურნეობა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |
---|---|
ვარკეთილის მეურნეობა | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
კოორდინატები | 41°42′53″ ჩ. გ. 44°54′01″ ა. გ. / 41.71472° ჩ. გ. 44.90028° ა. გ. |
მოსახლეობა | 3 004 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვარკეთილის მეურნეობა — სოფელი თბილისში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თბილისის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 650 მეტრ სიმაღლეზე. სოფლის ტერიტორიაზე გადის სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრის, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს ყუნწიანი სატევარი, ჰემატიტის ლახტის მსგავსი, ლეგა-მოშავო ფერის თიხის ჭურჭელი და ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულის — ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევარში ე. წ. სკვითური ტიპის ბირნჯაოს სამფრთიანი ისრისპირი. აქვეა შუა საუკუნეების ნასახლარი.[1] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 3 004 კაცი.[2]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 | 2700 | ||
2014 | ![]() |
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ენციკლოპედია თბილისი, თბ, 2002, გვ. 465
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|