დიდი დიღომი
დიდი დიღომი — თბილისის ერთ-ერთი უბანი, საბურთალოს რაიონში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დიღმის მასივისგან გამოყოფილია დავით აღმაშენებლის ხეივნით. დაგეგმარდა XX საუკუნის 70-იან წლებში. მშენებლობა დაიწყო 1985 წელს. იყოფა 4 მიკრორაიონად.[1]
დიდ დიღომში არის იოანე პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის. პეტრე იბერის და მირიან მეფის ქუჩები. დიდ დიღომში არის 3 საჯარო სკოლა: 186-ე, 192-ე, 211-ე (მეგა სკოლა). ასევე მდებარეობდა ყოფილი 187-ე საჯარო სკოლა[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი დიღმის განაშენიანების ხედვა არსებობდა 1930-იანი წლებიდან, თუმცა საბოლოოდ 1970-იან წლებში გადაწყდა და 1985–1991 წლებში განხორციელდა. მანამდე აქ მდებარეობდა დიღმის საბჭოთა მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სადაც მოყავდათ ბოსტნეული კულტურები. გეგმით უნდა აშენებულიყო 7 საცხოვრებელი რაიონი, რომლებსაც ჯამში 250 ათასი მაცხოვრებელი უნდა ჰყოლოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო აშენდა მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე რაიონები. 2000-იანი წლებიდან დარჩენილი ხუთი რაიონის ტერიტორია ქაოტურად განაშენიანდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 59, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ როგორ გასხვისდა 187-ე სკოლა
|