ოქროყანა (თბილისი)
სოფელი | |
---|---|
ოქროყანა | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდა |
კოორდინატები | 41°41′09″ ჩ. გ. 44°46′12″ ა. გ. / 41.685944° ჩ. გ. 44.770111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 2253 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 0,5 % ოსები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ოქროყანა — სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 720 მ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქროყანის მიწების მფლობელები იყვნენ გაბაშვილები. გაბაშვილებისგან ოქროყანა მზითევის სახით მიიღო ივანე პოლტორაცკიმ, რომელსაც ცოლად ნადეჟდა გაბაშვილი ჰყავდა. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ ოქროყანაში მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. პოლტორაცკებმა მიწა იჯარით გადასცეს ბელგიურ კომპანიას, რომელმაც ოქროყანის ქვედა თბილისთან დასაკავშირებლად თბილისის ფუნიკულიორი ააშენა. ამ მიწაზე მოგვიანებით მთაწმინდის პარკი გაშენდა. ივანე პოლტორაცკის სიძე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომლის სახელი ეწოდა ოქროყანის სკოლას, რომელიც ასევე გაბაშვილების აგარაკის სახლში გაიხსნა.[1]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2014 | 2253[2] |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული გვ. 283-286 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0
- ↑ georgia-ethnic-2014
|