დაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ტერმინს „დაბა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დაბა (მრავალმნიშვნელოვანი).

დაბა — დასახლებული პუნქტი, ქალაქის ტიპის ურბანული დასახლება.

დაბა ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა, ახალდაბა, ყველდაბა, დაბაძველი, გარდაბანი (გარე დაბანი), უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი) (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა. სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. შესაძლოა, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით. IX საუკუნიდან „დაბას“ თანდათან ცვლის „სოფელი“.

სსრკ-ში დაბა წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ფუნქციის მიხედვით განარჩევდნენ მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბებს. დაბის სამართავად იქმნებოდა სადაბო საბჭო. ცალკეულ შემთხვევებში სადაბო საბჭო მართავდა დაბის ახლომდებარე სოფლებსაც. თანამედროვე საქართველოში, დაბა არის დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 4, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. კონსოლიდირებული ვერსია: 23 აპრილი, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დაბა&oldid=3875733“-დან