დიდუბის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდუბის რაიონითბილისის ერთ-ერთი რაიონი. მის შემადგენლობაში არის თბილისის უბნები: დიდუბე და დიღმის მასივი. 2000-2013 წლებში რაიონი შედიოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შემადგენლობაში. შემდეგ კი დიდუბის რაიონი შეიქმნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდუბის რაიონს სახელი ეწოდა სოფელ დიდუბის მიხედვით. თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის 1931 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა თბილისის სტალინის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომი. 1961 წლის 11 ნოემბერს რაიონს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა პირველი მაისის რაიონი, 1990 ივნისიდან კი - დიდუბის რაიონი. იგი გამოირჩევა შემოქმედებით-კულტურული დაწესებულებების სიმრავლით (კინოსტუდია, კოტე მარჯანიშვილის კინომსახიობის, მოზარდმაყურებელთა თეატრები, ქართული თოჯინების თეატრი, რკინიგზელთა კულტურის ცენტრი), ოდითგანვე დედაქალაქის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე რაიონია ქალაქში წარმოებული ეკონომიკის 25-27 % დიდუბის რაიონზე მოდის. ტერიტორიაზე ძირითადად თავმოყრილია კვების პროდუქტების მწარმოებელი ორგანიზაციები, რომელთა წილი რაიონის მრეწველობის 51 %-ს შეადგენს. რაიონშია ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, თერაპიის ეროვნული ცენტრი, ექსპერტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევების ინსტიტუტი, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრი. პედიატრიული კლინიკა, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და სხვ.; მეტროპოლიტენის სადგურებია „დიდუბე“, „წერეთელი“, მთავარი მაგისტრალები- აკაკი წერეთლისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]