კვესეთი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |
---|---|
კვესეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდა |
კოორდინატები | 41°40′40″ ჩ. გ. 44°36′37″ ა. გ. / 41.67778° ჩ. გ. 44.61028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 8 კაცი (2014) |
კვესეთი — სოფელი თბილისის შემადგენლობაში, მთაწმინდის რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, მდინარე ვერის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1160 მ, გარდაბნიდან 60 კმ, თბილისის ცენტრიდან 30 კმ. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს. კვესეთიდან 2 კმ-ზე დგას ბეთანიის ხუროთმოძღვრული ძეგლი (XII-XIIIსს).
2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს, 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში. 2014 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 8 ადამიანი, 2002 წლის აღწერით კი 12 ადამიანი.[1][2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 496.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|