თელოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
თელოვანი
Telovani.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
[[რაიონი]] საბურთალო
კოორდინატები 41°48′22″ ჩ. გ. 44°41′29″ ა. გ. / 41.80611° ჩ. გ. 44.69139° ა. გ. / 41.80611; 44.69139
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 59 კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 32
საფოსტო ინდექსი 0159
თელოვანი — საქართველო
თელოვანი
თელოვანი — თბილისი
თელოვანი

თელოვანი — სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდგორის მთის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 920 მ.

2007 წლამდე ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დიღმის თემს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 59 კაცი.

1910 წელს სოფელში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII სს.) განძი, რომლის შემადგენლობაში იყო 4 სეგმენტური იარაღი, თოხი და გაურკვეველი დანიშნულების ნივთის ნატეხი, აგრეთვე კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი.[1]

დასახლებული ჩანს IV საუკუნიდან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. ვახუშტი ბატონიშვილს თელოვანი მოხსენიებული აქვს დიღმისხევის სოფელთა სიაში.[1]

თელოვანში ყმა-მამულებს ფლობდნენ სვეტიცხოვლის ტაძარი, ციციშვილები, მაღალაშვილები. სოფლის ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე ტყეში არის შუა საუკუნეების ქვაჯვარი, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავდა ბაგრატიონების, სვეტიცხოვლის ტაძრისა და მაღალაშვილების მამულებს.[1]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 67[1]
2002 89[2] Increase2.svg
2014 59 Decrease2.svg

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. ნინოს ეკლესია

წმ. ნინოს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,83 X 5,85 მ), ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ერთი ასეთივე ნიში ჩრდილოეთ კედელშია; დარბაზის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია; გრძივ კედლებზე პილასტრებია. ეკლესიას აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.

ჯოიანის წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,65 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთის კედელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ფასადები მოპირკეთებულია დიდი ზომის რეგულარულად ნაწყობი ქვიშაქვით. კარის არქიტრავის ქვაზე წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს. სამხრეთიდან ეგვტერი ყოფილა მიშენებული. ეკლესია დგას ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვიტკირის შენობათა ნანგრევები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]