ორთაჭალა
იერსახე
ორთაჭალა — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (კრწანისის რაიონი). სახელწოდება „ორთაჭალა“ 2 სიტყვის ნაერთია: თურქ. „ორთა“ (ქართ. „შუა“) და ქართ. „ჭალა“, ე. ი. „შუაჭალა“. ორთაჭალას „ჭალის ბაღსაც“ ეძახდნენ (ვახუშტი ბატონიშვილი, XVIII ს.). თავდაპირველად ერქვა კუნძულს, რომელსაც ორად განტოტილი მდინარე მტკვარი წარმოქმნიდა. XIX საუკუნეში მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარის მიმდებარე უბანსაც ორთაჭალა ეწოდა. ამავე საუკუნეში ორთაჭალა თბილისელთა დასასვენებელ და გასართობ ადგილად იქცა. 1954 წელს ორთაჭალის უბანში მდინარე მტკვარზე აშენდა ჰიდროელექტროსადგური „ორთაჭალჰესი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე თ., ... და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977;
- მისივე, ძველი თბილისის გარეუბნის ისტორია, თბ., 1977;
- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 569.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|