რიყე (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიყე.
რიყის პარკი (2013 წ. სექტემბერი)

რიყე — ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის (ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი). გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები) მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი,ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). XX საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოში, თბილისში, რიყისპარკში რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა.[1][2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]