დიდგორი (თბილისი)
სოფელი | |||
---|---|---|---|
დიდგორი | |||
![]() დიდგორის მთა და სოფელი დიდგორი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მუნიციპალიტეტი | თბილისი | ||
კოორდინატები | 41°47′35″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. / 41.79306° ჩ. გ. 44.67083° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 900 მ | ||
მოსახლეობა | 78 კაცი (2014) | ||
| |||
დიდგორი — სოფელი თბილისში. შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის, დიღმის თემში. მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან — 900 მეტრი, მცხეთიდან — 23 კილომეტრი, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 16 კმ., დიღმიდან 8 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის ოცდაათიათასიანი ლაშქარი. დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ფუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 70[1] |
2002 | 90[2] ![]() |
2014 | 78 ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 507.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 276, თბ., 1990 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 420.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტ.2, გვ. 114.
|