შინაარსზე გადასვლა

ჩუღურეთის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუღურეთის რაიონითბილისის ერთ-ერთი რაიონი. მის შემადგენლობაში არის თბილისის უბნები: არსენალი, კუკია, სვანეთისუბანი, ჩუღურეთი (ვორონცოვი, ოქროსუბანი და პლეხანოვი). 2000-2013 წლებში რაიონი შედიოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შემადგენლობაში. შემდეგ კი ჩუღურეთის რაიონი შეიქმნა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 27 ივლისის დადგენილებით შეიქმნა მოლოტოვის სახელობის რაიონიული საბჭოს აღმასკომი. 1957 წელს მოლოტოვის რაიონს ეწოდა ოქტომბრის რაიონი, საქართევლოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კი 1990 ივნისში ეწოდა ჩუღურეთის რაიონი. მის ტერიტორიაზე განლაგებულია 287 დიდი და წვრილი საწარმო, მათ შორის „თბილკრედიტბანკი“, „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რკინიგზის დეპაეტამენტი, მეტროპოლიტენი; შპს-ები „კოლხეთი-90“ (პურის ქარხანა), „ახალი ქსელები“ და სხვ. აქვეა მოდელების რესპუბლიკური ცენტრი. ჯანმრთელობის კერას ემსახურება 9 სამეცნიერო-კვლევების ინსტიტუტი და დისპანსერი, 7 საავადმყოფო, 9 პოლიკლინიკა, 37 აფთიაქი და სააფთიაქო მაღაზია და სხვ.; 4 საპროექტო-ტექნიკური ინსტიტუტი: არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, სამეცნიერო-მუზეუმი, კულტურის სახელობის ინსტიტუტი, ამიერკავკასიაში ერთადერთი ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 16 ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულება; მრავლადაა მოქმედი ეკლესია, მათ შორის კათოლიკური წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის ეკლესია, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოსა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. აქვეა მეტროპოლიტენის სადგურები — „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]