თხინვალა
სოფელი | |
---|---|
თხინვალი | |
გაბაშვილების სასახლე და წმ. გიორგის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°44′41″ ჩ. გ. 44°41′44″ ა. გ. / 41.74472° ჩ. გ. 44.69556° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ადრეული სახელები | თხილოვნა |
ცენტრის სიმაღლე | 770 მ |
მოსახლეობა | 357[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
თხინვალი — სოფელი თბილისში, ვაკის რაიონში, თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 770 მეტრ სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 10 კმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წერილობით წყაროებში თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა) პირველად XV საუკუნეში იხსენიება. XV საუკუნემდე სოფელი გაბაშვილების მფლობელობაში იყო. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან თხინვალი ციციშვილების სამფლობელოა. 2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის თემს.
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლიდან 2 კილომეტრზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გაბაშვილების სასახლის ნანგრევები და წმ. გიორგის ეკლესია (XVII-XVIII სს).[3]
სასახლე ნახევარწრიული ბურჯებით გამაგრებული აგურის ორსართულიანი შენობა იყო, ყოველ სართულს ისრული კამარით გადახურული თითო დარბაზი ჰქონდა. შენობაში შერწყმული იყო საცხოვრებელი სახლისა და გამაგრებული კოშკის ფუნქციები.
ეკლესია ნაშენია აგურით. მოგვიანებით იგი მეორე (გარეთა) კედლით გაუმაგრებიათ. გარედან მარტივია, შიგნით გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საერო ხუროთმოძღვრების გავლენა იგრძნობა (კედლის ღრმა ნიშების მწკრივი, ამოკაწრული დეკორატიული სახეები).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 357 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[4] | 230 | -- | -- |
2002[5] | 303 | 139 | 164 |
2014[1] | 357 | 167 | 190 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 289.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თხინვალის სასახლე და ეკლესიები. ABOUT.GEorgia. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 555.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|