ღრმაღელე (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღრმაღელე.
ღრმაღელე
ღრმაღელე.jpg
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი

ღრმაღელეთბილისის ძველი უბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდუბესა და ავჭალას შორის, ახლანდელი ღრმაღელის ქუჩის მიდამოები, ნაძალადევის რაიონი. სახელწოდება მიიღო ჩახრამული რელიეფის გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღრმღელის მიდამოებში მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები. გვიანდელ შუა საუკუნეებში სამგორიდან მდინარე მტკვრამდე აღწევდა ხრამი, რომელიც დიდი წვიმების დროს ღელედ იქცეოდა. მოგვიანებით ხრამი ამოავსეს, ახლა იქ ღრმაღელის ქუჩა გადის. XIX საუკუნის ბოლოდან ღრმაღელე თბილისის რევოლუციური გარეუბანი იყო. 1898 წლის 19 აპრილს აქ გაიმართა არალეგალური საპირველმაისო მიტინგი.

1948 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების საფუძველზე, ღრმაღელის დასახლება გამოეყო თბილისის რაიონს და შეუერთდა ქალაქ თბილისს შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით — მდინარე გლდანი, აღმოსავლეთით — ქალაქის მიჯნა, სამხრეთით — ღრმაღელის ხევი და დასავლეთით — მდინარე მტკვარი.[1] შედიოდა ლენინის სახელობის რაიონში. XX საუკუნის 80-იან წლებში ღრმაღელე დამტკიცებული პროექტის მიხედვით განაშენიანდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]