ბაგები (თბილისი)
ბაგები — საცხოვრებელი უბანი თბილისში (ვაკის რაიონი), ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ; ყოფილი სოფელი.
ბაგების ტერიტორიაზე ადრე ბაღ-ბოსტნები და ფარეხები ჰქონდათ წყნეთელ გლეხებს. სავარაუდოდ აქედან მოდის ამ ადგილის სახელწოდებაც („ბაგა“ დაბმული საქონლისათვის განკუთვნილ საკვების ჩასაყრელს ნიშნავს). თანამედროვე განაშენიანება 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო (მთავარი არქიტექტორი ბ. მამინაიშვილი).
ბაგები წარმოადგენს სამ ტერასაზე განლაგებულ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კომპლექსს. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ბაგებში აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მაღლივი კორპუსები, რომლებიც ხიდით უკავშირდება მდინარე ვერის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სასწავლო კორპუსებს.
2022 წელს ბაგების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი 532 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 19. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
|