ტაბახმელა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |||
---|---|---|---|
ტაბახმელა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მუნიციპალიტეტი | თბილისი | ||
კოორდინატები | 41°39′11″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. / 41.65306° ჩ. გ. 44.75806° ა. გ. | ||
მოსახლეობა | 2 073 კაცი (2014) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ტაბახმელა — სოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 073 კაცი.
2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2 036[1][2] |
2014 | 2 073 ![]() |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634.
- ალ. ბოშიშვილი, თბილისის გარეუბნების ისტორია — კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, თბ. 2010.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|