კიკეთი
კიკეთი — სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1200 მ. სოფელთან დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი კაბენი.
2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის კოჯრის თემს. 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 207 კაცი.
არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1961 წელს კიკეთში გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნეში. გადმოცემით, სოფელში ცხოვრობდა ცხრა ძმა ხერხეულიძე.
2011 წლის 11 ოქტომბერს კიკეთში ახლად აშენებული ტაძარი იკურთხა, რომელსაც ორი ტრაპეზი აქვს და წმინდა მოწამე პატრიარქ კირიონისა და ღირსი ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) სახელზე იკურთხა.[1]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 173[2][3] |
2014 | 207 ![]() |
კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კიკეთი ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურორტია. იცის ზომიერად რბილი ზამთარი, თბილი და მშრალი ზაფხული სეზონი - ზაფხული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თოდრია თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 512.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|