ლილოს დასახლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხედი ერთ-ერთი კორპუსიდან
ხედი ერთ-ერთი კორპუსიდან

ლილოს დასახლება — დასახლება თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აეროპორტის დასახლების შემდეგ, სამგორის რაიონში.

პირველად იხსენიება XVII საუკუნის წყაროებში, თუმცა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა.

აქვს ორი მიკრორაიონი. მეორე მიკრორაიონი მოიცავს ოთხ კვარტალს (I, II, IV, V).

დასახლებაში არის მცირე და საშუალო ზომის ქარხნები და საწარმოები, სასაწყობე მეურნეობები. ქალაქის დანარჩენ ნაწილს უკავშირდება მუნიციპალური ავტობუსის ერთი და მიკროავტობუსის ორი რეგულარული მარშრუტით.

ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა, ერთი საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, პოლიციის განყოფილება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]