ფონიჭალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფონიჭალა (ყოფ. სოღანლუღი) — უბანი თბილისში, კრწანისის რაიონში[1], ყოფილი სოფელი სოღანლუღის ტერიტორიაზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს თბილისის სამხრეთ ნაწილში, გარდაბნის ვაკეზე, რუსთავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 370 . უბანს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კვეთს თბილისი-მარაბდის სარკინიგზო ხაზი, რომელიც მას ზემო (დასავლეთით) და ქვემო (აღმოსავლეთით) ნაწილებად ჰყოფს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„მტკურის კიდეზედ არს ჭალა ყურყუთა, და აწ სონღალუღი წოდვილი, ნაყოფიერი ყოვლითავე“

დასახლების ძველი სახელწოდებაა სოღანლუღი. „სოღანლუღი“ თურქულია, ნიშნავს სახახვეს ან სახახვეთს. სოღანლუღის ძველი ქართული სახელწოდებაა „გზისკარი“ და „ყურყუთა“. სხვა ვერსიით „სოღანლუღი“ სონღალუღის ასიმილაციის შედეგია, „სონღული“ თურქული წარმოშობისაა და შევარდენის მსგავსი მტაცებელი ფრინველის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. სოღანლუღს ეკავა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაშლილი ჭალები და ველები. სოღანლუღის მამულები მეფის საგვარეულოს და ამილახვრების კუთვნილება იყო. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო (განჯის) გზა, ამიტომ ეს ადგილი მართკუთხა გეგმის მქონე ციხე-გალავნით იყო გამაგრებული, რომელიც მეფე ერეკლე II-ის თაოსნობით ააგეს 1762—1872 წლებში და განჯის გზას უწევდა კონტროლს. აქვე იდგა ეკლესია.

1930-იან წლებში სოფელ სოღანლუღის მიმდებარე ტერიტორიები იქცა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა დახვრეტის ადგილად. დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, სოღანლუღთან, მისგან 8 კილომეტრის დაშორებით.[2]1973 წლიდან ეწოდა ფონიჭალა. შედიოდა გარდაბნის რაიონის შემადგენლობაში. განვითარებული იყო მებოსტნეობა, მეღორეობა, სასათბურე მეურნეობა, მოქმედებდა 20-ამდე საწარმო და ორი ინსტიტუტი. 1980-იანი წლებიდან იგეგმებოდა მისი გაერთიანება თბილისში, სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონის სახით, სადაც გათვალისწინებული იყო 18 ათასამდე ადამიანის დასახლება 800 ჰექტარზე. რაიონი უნდა განთავსებულიყო ერევნისკენ მიმავალ რკინიგზასა და მტკვარს შორის სამ უბნად. 2006 წელს სოფელი ფონიჭალა შეუერთდა თბილისს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ — თბილისი, 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]