დიღმის მასივი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|დიღმის მასივი}} |
დიღომი — უბანი თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ველზე. უბანი დაყოფილია 6 კვარტალად. დიღმის მასივის ცენტრალური მაგისტრალია გრიგოლ რობაქიძის გამზირი. ასევე მდებარეობს ბორის პაიჭაძის, ევგენი მიქელაძის, სანდრო ახმეტელის, ჩალაძის და ბელიაშვილის ქუჩები.
უბანში მდებარეობს 5 საჯარო სკოლა (№ 130, 134, 140, 147, 169), დინამოს საფეხბურთო კლუბი, საფეხბურთო სკოლა ავაზა, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, მეფე დავით აღმაშენებლის, წმინდა ნინოსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლები.
პირველი საცხოვრებელი მასივების მშენებლობა დიღომში დაიწყო 1960 წელს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდის გასწვრივ გამოიყო 270 ჰექტარი, აქედან 150 ჰა დაეთმო საცხოვრებელ უბნებს, ხოლო დანარჩენი – პარკებს, სპორტულ ბაზებსა და სხვას. დიღმის მასივის ტერიტორიაზე მდებარეობს დიღმის ტყეპარკი.
|