გარეთავლაბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გარეთავლაბარი — ძველი თბილისის ისტორიული უბანი, ავლაბრის ის ნაწილი, რომელიც ძირითადი გამაგრებული უბნის გარეთ მდებარეობდა.

XVIII ს. გარეთავლაბარი ვრცელდებოდა გალავნით შემოზღუდული უბნის, ისნის მიმდებარე ტერიტორიის მიმყოლი თხრილის გადაღმა მდებარე პლატოზე, რომელიც დაახლ. ახლანდელი ბარათაშვილის აღმართით, მესხიშვილის ქუჩითა და ელენე ახვლედიანის აღმართით იფარგლებოდა. ეს თხრილი ჯერ კიდევ არაბობის დროიდან არსებობდა და მოსაზღვრავდა ტერიტორიას ახლანდ. ქეთევან წამებულის გამზირს, მუკუზანის შესახვევსა და მტკვრისგან მოქცეულ კლდეს შორის. ამ საზღვრებშია ნაჩვენები ეს უბანი ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე (1735 წ.). აღა მაჰმად ხანის 1795 წ. თავდასხმამ გარეთავლაბარი მთლიანად დაანგრია. თბილისის 1800 წ. გეგმაზეც ეს უბანი ერთიანად განადგურებული ჩანს. აქვე დატანილია 2 ეკლესია: ქართული და სომხური. ქართულ ეკლესიასთან სასაფლაოც არის აღნიშნული. XIX ს. ეს უბანი ქაოტურად განაშენიანდა, თუმცა იყო ცდა გარეთავლაბრის დაგეგმარებისა. რეგულარული ხასიათი მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო, დღევანდელი ნ. ლომოურის ქუჩის სამხრეთ-დასავლეთით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 23-24. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985