სოლოლაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძველი სოლოლაკი
სოლოლაკის რუკა.jpg

სოლოლაკი (იგივე სალალაკი) — თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი; ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარე. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეს, ამავე სახელწოდების მთის კალთაზე, ისტორიულად გარეუბნის შემადგენელი ნაწილი. უჭირავს სოლოლაკის ქედის დასავლეთ და მთაწმინდის ქედის სამხრეთის კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ახლანდელი გ. ნიშნიანიძის, ლ. ასათიანის, ამაღლების, დ. ჭონქაძისა და გ. ლეონიძის ქუჩების მიდამოები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბების ბატონობის ხანაში „ციხის ბაღის“ მოსარწყავად აღადგინეს სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). შენიშვნა: „სულუ“ არაბული არ არის, თურქულ ენებზე წყალს „სუ“ ეწოდება. მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ტოპონიმი „სოლოლაკი“ გაჩნდა XIX საუკუნეში. ამ ადგილის ადრინდელი სახელი იყო „ავანაანთხევი“. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები. სოლოლაკის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში. 1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი მონაკვეთი (ახლანდელი ლეონიძის ქუჩა და თავისუფლების მოედნის რეგიონი). აქვე აიგო ქარვასლა (ამ შენობაში იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი, 1847 წელს შენობა დაიწვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]