ჰუსეინი (ირანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულთან ჰუსეინი
ჰუსეინ I
Sultan Husayn by Bruyn.jpg
სეფიანთა ირანის მე-9 შაჰი
Lion and Sun Emblem of Persia.svg
მმართ. დასაწყისი: 1694
მმართ. დასასრული: 1722
წინამორბედი: სულეიმან I
მემკვიდრე: თამაზ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ოქტომბერი, 1668
გარდ. თარიღი: ნოემბერი, 1726
გარდ. ადგილი: ისფაჰანი
შვილები: თამაზ II
სრული სახელი: სულთან ჰუსეინ მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: სულეიმან I
დედა: ელენე ჯაყელი
რელიგია: შიიტური ისლამი

შაჰ-ჰუსეინ I, სულთან ჰუსეინი (სპარს. شاه سلطان حسین; დ. 1668 — გ. 1726) — ირანის შაჰი 1694-1722 წლებში, სეფიანების მეცხრე წარმომადგენელი, შაჰ სულეიმან I-ის შვილი.

როდესაც სულეიმან I სიკვდილის პირას იყო, მან თავის საჭურისებს მის ორ შვილს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვა და უთხრა, რომ თუ მათ სურდათ მშვიდობა, აერჩიათ უფროსი — ჰუსეინი, ხოლო თუ იმპერიის გაძლიერება — უმცროსი ვაჟი, აბასი. საჭურისებმა მშვიდობა არჩიეს და შაჰ-სულეიმანს ჰუსეინის ტახტზე აყვანა ურჩიეს, შაჰ-სულეიმანიც დათანხმდა და თავის მემკვიდრედ ჰუსეინი გამოაცხადა.

ჰუსეინის მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი ავღანეთის დაკარგვა იყო და ეს სწორედ მისი უმოქმედობის გამო მოხდა. როგორც კი ავღანელებმა დაინახეს, რომ ირანის შაჰი სუსტი იყო, მაშინვე თავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყეს. ავღანეთის დაკარგვა დაიწყო 1709 წელს მისი ერთ-ერთი მხარის დაკარგვით. შაჰ-ჰუსეინმა ვერ მოახერხა ამ ყველაფერზე კონტროლის დამყარება და შეჩერება, სწორედ ამიტომ იგი საბოლოოდ დამარცხდა.

1722 წელს იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და მმართველად ეღიარებინა მაჰმუდ ჰოთაკი.

1725 წელს ჰოთაკის ბრძანებით ისპაჰანში შეპყრობილი 40-დან 45-მდე სეფიანთა დინასტიის უფლისწული სიკვდილით დასაჯეს. შაჰზადეების დახოცვის დროს ჰუსეინმა მხოლოდ თავისი ერთ-ერთი ვაჟის, თამაზის გადარჩენა მოახერხა.

თავად შაჰი 1726 წელს დაისაჯა სიკვდილით. აშრაფ ჰოთაკიმ საკუთარი ხელით მოკვეთა თავი მას და ოსმალეთის სულთანს, აჰმედ III-ს გაუგზავნა.

საბოლოოდ, მისმა შვილმა, თამაზ II-მ, რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ, მოახერხა და გახდა სეფიანთა ირანის შაჰი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელი უცნობია, დაქორწინდა მირზა მუყიმ ხალიფა სულთანზე.
  • სახელი უცნობია, დაქორწინდა მირზა მუჰამედ იბრაჰიმზე.
  • სახელი უცნობია, დაქორწინდა მირ მაჰმუდ ჰოტაკზე.
  • ფატმა სულთან ბეგუმი, დაქორწინდა ამანულაჰ სულთანზე.
  • ნავაბეჰ ბეგუმი, დაქორწინდა მირ მიანგზე.
  • შაჰზადე ბეგუმი, დაქორწინდა აშრაფ–ხანზე.
  • რაზია ბეგუმი (1700–1776), დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად ქართველ ბატონიშვილზე,

მეორედ ნადირ შაჰზე.

  • ფატიმა სულთან ბეგუმი გარდაიცვალა 1736), დაქორწინდა იბრაჰიმ-ხან აფშარზე.
  • ხანაღა ბეგუმი, დაქორწინდა სულეიმან II სეფიანზე.
  • მერიემ ბეგუმი, დაქორწინდა სეიიდ მურთაზა ხალიფა სულთანზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8