დიღომი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიღომი.
სოფელი
დიღომი
Dighomi (village).jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
[[რაიონი]] საბურთალო
კოორდინატები 41°46′22″ ჩ. გ. 44°44′17″ ა. გ. / 41.77278° ჩ. გ. 44.73806° ა. გ. / 41.77278; 44.73806
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 7 497 კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 32
საფოსტო ინდექსი 0159
დიღომი (სოფელი) — საქართველო
დიღომი (სოფელი)
დიღომი (სოფელი) — თბილისი
დიღომი (სოფელი)

დიღომი — სოფელი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარეობს თბილისის ქვაბულში, დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 520 მ.

2007 წლამდე ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანი, ძველი ვეძისი). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 7 497 კაცი.

სოფელში არის სხვადასხვა დაწესებულებები: მულტიტესტი, ვისოლის სპორტული კომპლექსი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი, ბაგა-ბაღი, ამბულატორია, 210-ე საჯარო სკოლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დიღუამისა და დიღვამის სახელითაც. ფეოდალურ ხანაში დიღომი ცალკე ადმინისტრატიულ ერთეულის — დიღმის ცენტრი იყო, XVI საუკუნეში ქართლის მეფეთა ერთ-ერთი სადგომი. დიღომთან ბრძოლაში დაამარცხა სიმონ I-მა მოღალატე დაუთ-ხანი. 1580 დიღომში სიმონ I-ს თავს დაესხა კახეთის მეფე ალექსანდრე II.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 8 746[1]
2014 7 497 Decrease2.svg

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის შესასვლელში აღმართულია წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც კარი სამხრეთიდან აქვს. დარბაზის კამარა ჩაქცეულა და აღდგენის შემდეგ ისრული ფორმა მიუციათ. აღდგენის კვალი ფასადებსაც ეტყობა, მორთულობისა და წარწერის ნაწილი თავის ადგილზეა, ნაწილი კი დაზიანებულია და სხვადასხვა ადგილას არის ჩასმული. სამხედრო და აღმოსავლეთ ფასადებზე გამოსახულია ლომები, ფრინველები და ჯვრები. ასომთავრული წარწერები სტილისტური ნიშნებით ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული. რესტავრირებულია XVI-XVII საუკუნეებში. იმავე ხანებში დასავლეთიდან მიუშენებიათ მცირე ზომის სადგომი, რომელზედაც XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს ფანჩატური დაუდგამთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]