კრწანისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „კრწანისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კრწანისი (მრავალმნიშვნელოვანი).

კრწანისი — უბანი თბილისში, ფეოდალურ ხანაში - სოფელი. წყაროებში პირველად იხსენიება XIV საუკუნის ბოლოს. კრწანისი საკათალიკოსო სოფელი იყო. შუა საუკუნეებში აქ წმ. გიორგის ეკლესია იდგა. კრწანისი წარმოადგენდა დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო რეგიონს, აქ იყო სარწყავი არხი, რუ, რუსხმულები, მდინარეზე მოწყობილი იყო წყლის საქაჩი ჩარხები. კრწანისის ველზე 1795 წელს გაიმართა დიდი ბრძოლა სპარსეთისა და ქართლ-კახეთის ლაშქარს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. თბ., 1977;